გასულ ღამეს, ევროპა ლიგის ფინალში განცდილი მარცხის შემდეგ, მანჩესტერ იუნაიტედში რუბენ ამორიმის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღეს — პორტუგალიელი სპეციალისტი გუნდში 100% დარჩება და "წითელ ეშმაკებს" მომდევნო სეზონშიც გაწვრთნის. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ ექვემდებარება გადახედვას.
შეგახსენებთ, რუბენ ამორიმმა მანჩესტერ იუნაიტედი 2024 წლის ნოემბერში ჩაიბარა. ამ დროში ოლდ ტრაფორდის ბინადრებმა 41 მატჩი ჩაატარეს, საიდანაც 16 მოიგეს, 8 ფრედ დაასრულეს და 17-ჯერ დამარცხდნენ. მანჩესტერ იუნაიტედი პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, 39 ქულით, მე-16 პოზიციაზე იმყოფება.
ზაფხულში მანჩესტერ იუნაიტედში დიდი ცვლილებები იქნება — გუნდს ბევრი ფეხბურთელი დატოვებს, შესაბამისად, "წითელ ეშმაკებს" წინ საკმაოდ დატვირთული სატრანსფერო ფანჯარა ელოდებათ.









