მანჩესტერ იუნაიტედის ოფიციალურ გვერდზე როგორც ვკითხულობთ, გუნდის ახალწვეული ლენი იორო ტრავმის გამო მინიმუმ 3 თვეს გამოტოვებს, რაც ტენ ჰაგისთვის ძალიან დიდი დანაკლისია. ამას ემატება, რასმუს ჰოილუნის ტრავმაც — დანიელი ფორვარდი 6-კვირამდე იუქმებს.
ორი წამყვანი ფეხბურთელის ტრავმას, სულ რამდენიმე საათის წინ მარკუს რაშფორდის დაზიანებაც დაემატა. ამ მომენტისთვის უცნობია, რა სახის დაზიანება მიიღო ინგლისელმა შემტევმა, თუმცა, ფაქტია გუნდში ტრავმების ეპიდემიაა. როგორც ჩანს, მანჩესტერის პრესეზონი საკმაოდ რთულად მიმდინარეობს, პრემიერ ლიგის ახალი სეზონი კი სულ რაღაც 15 დღეში იწყება.









