პრემიერ ლიგის მე-15 ტურში მანჩესტერ სიტიმ საკუთარ კედლებში მიიღო სანდერლენდი, რომელიც ანგარიშით 3:0 გაანადგურა. "ქალაქელების" მხრიდან გოლები გაიტანეს რუბენ დიაშმა, იოშკო გვარდიოლმა და ფილ ფოდენმა. მოედანზე იყო ერლინგ ჰოლანდიც, მაგრამ ვარსკვლავურმა ფორვარდმა უგოლოდ ზედიზედ მე-3 საშინაო შეხვედრა დაასრულა.
პეპ გუარდიოლას გუნდი ამ გამარჯვებით აგროვებს 31 ქულას, რჩება მეორე ადგილზე და ლიდერ ლონდონის არსენალთან სხვაობას ორ ქულამდე ამცირებს. ეტიჰადის ბინადრების შემდეგი მეტოქე კრისტალ პალასი იქნება.
მანჩესტერ სიტი 3:0 სანდერლენდი
გოლები: 1:0 რუბენ დიაში 31', 2:0 იოშკო გვარდიოლი 35', 3:0 ფილ ფოდენი 65'.









