პირველ ტაიმში ეშპირიტუ სანტუშის გუნდმა მეტოქეს არაფერი დაუთმო, თუმცა 32-ე წუთზე, მატჩში წინ გასვლა მაინც მანჩესტერ სიტიმ მოახერხა. კევინ დე ბრუინის კუთხურს, იოშკო გვარდიოლის თავური მოჰყვა და ანგარიში გაიხსნა 0:1.
ნოტინგემმა მეორე ტაიმიც კარგად დაიწყო, თუმცა სიტის კარში გოლი მაინც ვერ ვიხილეთ. შემდეგ კი მატჩში ერლინგ ჰოლანდი ჩაერთო, რომელმაც მალევე ჩემპიონატში 21-ე გოლი გაიტანა. 71-ე წუთზე, დე ბრუინმა მეორე საგოლე გადაცემა შეასრულა, ნორვეგიელმა კი ეფექტური ბურთი შეაგდო და საკუთარ გუნდს 3 ქულა გაუნაღდა.
ამ გამარჯვებით, მანჩესტერ სიტი არსენალს კიდევ უფრო მიუახლოვდა, თუმცა აუცილებლად უნდა ითქვას, რომ გვარდიოლას გუნდს ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, შესაბამისად, ყველაფერი "ქალაქელების" ხელშია. ყველა მატჩის მოგების შემთხვევაში, სიტი პრემიერ ლიგის გამარჯვებული გახდება.
იხილეთ მატჩის მიმოხილვა:










