პრემიერ ლიგის მე-7 ტურის კიდევ ერთი მატჩი ლონდონში გაიმართა, სადაც მაყურებელმა ბრენტფორდისა და მანჩესტერ სიტის საკმაოდ დაძაბული დაპირისპირება იხილა.
"ქალაქელები" ამ შეხვედრას 6-მატჩიანი წაუგებელი სერიით შეხვდნენ, შესაბამისად, პეპ გვარდიოლას გუნდი ლონდონში ფავორიტის სტატუსით ჩავიდა.
მაყურებელმა საკმაოდ ბევრი საგოლე მომენტი იხილა, თუმცა 90 წუთის განმავლობაში მხოლოდ ერთ გოლი გავიდა — თავი რა თქმა უნდა ერლინგ ჰოლანდმა გამოიჩინა, რომელმაც იოშკო გვარდიოლის საგოლე გადაცემით ისარგებლა და მორიგი გოლი გაიტანა.
ბრენტფორდი 0-1 მანჩესტერ სიტი
გოლი: 0-1 ერლინგ ჰოლანდი 9'.
მატჩის მიმოხილვა









