სიტის მხრიდან თავის გამოჩენა ფილ ფოდენმა და ერლინგ ჰოლანდმა მოახერხეს. ამ უკანასკნელმა "ჩაქუჩებს" დუბლი შეუსრულა. ერთი გოლიც სავინიოს აქტიურობას მოჰყვა, როდესაც ვლადიმირ ცოუფალმა საკუთარ კარში გაიტანა. ვესტ ჰემის მხრიდან ერთადერთი გოლი ნიკლას ფულკრუგის ანგარიშზეა, 4-1.
"ქალაქელები" ფორმაში შევიდნენ — ზედიზედ მეორე გამარჯვება, რითაც პეპის ბიჭებმა 34 ქულას მოუყარეს თავი. რაც შეეხება ვესტ ჰემს, ხულიენ ლოპეტეგის გუნდის კრიზისი გრძელდება. ლონდონელები 23 ქულით, მე-13 პოზიციაზე დარჩნენ.
იხილეთ მატჩის მიმოხილვა










