მანჩესტერ სიტის პრობლემები გრძელდება. პეპ გვარდიოლამ სექტემბრის სანაკრებო პაუზის შემდეგ კიდევ ერთი ლიდერი დაკარგა. საუბარია ომარ მარმუშზე, რომელმაც მუხლის მძიმე ტრავმა მიიღო და დიდი ალბათობით საკუთარ გუნდს დიდი ხნის განმავლობაში ვერ დაეხმარება.
26 წლის ეგვიპტელი ფორვარდი ინგლისში დღეს დაბრუნდება, სადაც მუხლზე დამატებითი გამოკვლევები ჩაუტარდება. კლუბთან დაახლოებული წყაროების ინფორმაციით, ომარ მარმუშის ტრავმა საკმაოდ მძიმეა და დიდი შანსია ოპერაციული ჩარევაც კი გახდეს საჭირო.
მანჩესტერ სიტიმ ახალი სეზონი საკმაოდ მძიმედ დაიწყო. პეპ გვარდიოლას გუნდს 3 ტურის შემდეგ მხოლოდ ერთი გამარჯვება აქვს და 3 ქულით, მე-13 პოზიციაზე იმყოფება. ეტიჰადის ბინადრებს მომდევნო ტურში მანჩესტერული დერბი ელოდებათ. შეხვედრა 14 სექტემბერს, თბილისის დროით 19:30 საათზე დაიწყება.









