პრემიერ ლიგის მესამე ტურის კიდევ ერთი მატჩი ამექს სთედიუმზე გაიმართა, სადაც მაყურებელმა ბრაიტონისა და მანჩესტერ სიტის დაპირისპირება იხილა. პეპ გვარდიოლას გუნდი ამ შეხვედრას ფავორიტის სტატუსით შეხვდა, თუმცა ამის მიუხედავად, მასპინძლებმა მეტოქეს არაფერი დაუთმეს და მნიშვნელოვანი გამარჯვებაც მოიპოვეს.
ბრაიტონმა მოახერხა და წაგებული ტაიმის შემდეგ დააქამბექა — ფაბიან ჰიურცელერის გუნდმა მეტოქეს არაფერი დაუთმო და თამამად შეგვიძლია იმის თქმა, რომ დამსახურებული 3 ქულაც მოიპოვა.
ბრაიტონი 2-1 მანჩესტერ სიტი
გოლები: 0-1 ერლინგ ჰოლანდი 34', 1-1 ჯეიმს მილნერი (პენ.) 67', 2-1 ბრაიან გრუდა 89'.









