ანგარიში გახსნეს მასპინძლებმა, კობი მეინოს გოლის შემდეგ კი ენტონი გორდონმა ანგარიში გაათანაბრა.
ამად დიალომ "წითელი ეშმაკები" კვლავ წინ გაიყვანა, მესამე გოლი კი რასმუს ჰოილუნდმა გაიტანა.
მატჩის 92-ე წუთზე ლუის ჰოლმა სხვაობა შეამცირა, თუმცა ეს საკმარისი არ გამოდგა, საბოლოოდ დაფიქსირდა 3:2 ერიკ ტენ ჰაგის გუნდის სასარგებლოდ.
დღევანდელი მატჩის შემდეგ, მანჩესტერი და ნიუკასლი 57-57 ქულით 7-8 ადგილებს იკავებენ.











