"მანჩესტერში ტენ ჰაგს სრული მხარდაჭერა აქვს და მას ბევრი რამეც აპატიეს. მე ასე არ ვყოფილვარ, ნებისმიერ დროს ისმოდა კრიტიკა ჩემი მისამართით და იყო არნახული ზეწოლა. რაც შეეხება იუნაიტედის შემადგენლობას, გუნდში ჯერ კიდევ არიან ისეთი მოთამაშეები, რომელთა მოშორებას 5-6 წლის წინ ვცდილობდი", - განაცხადა "წითელი ეშმაკების" ექსდამრიგებელმა.
"მანკუნიანელების" იმდროინდელი შემადგენლობიდან დღეს გუნდში შემორჩნენ მარკუს რაშფორდი, ანტონი მარსიალი, დიეგო დალო, ვიქტორ ლინდელოფი, ლიუკ შოუ და სკოტ მაქტომინეი. საინტერესოა, რომელ მათგანს გულისხმობდა "განსაკუთრებული". აქვე დავამატებთ, რომადან წამოსვლის შემდეგ, ის უმუშევარია.











