ალ-ნასრის თავდამსხმელი, სადიო მანე ჟურნალისტებს სიტყვიერად დაუპირისპირდა. სენეგალელ ფორვარდს არ მოსწონს ის ფაქტი, რომ ევროპიდან წასვლის შემდეგ, მას არასაკმარის ყურადღებას უთმობენ.
"არასაკმარის ყურადღებას მითმობთ, რადგან ევროპაში აღარ ვთამაშობ. სამწუხაროა, როდესაც ფეხბურთელი კარგავს თქვენთვის მნიშვნელობას უბრალოდ იმიტომ, რომ ის სხვა კონტინენტზეა.
როგორც მოთამაშე თქვენთვის აღარ ვარსებობ. საბედნიეროდ, საუდის არაბეთის ჩემპიონატს აქვს ძალიან ძლიერი ლიგა, რომელსაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით უყურებენ", - განაცხადა არაბული გუნდის შემტევმა.
შეგახსენებთ, 31-წლის ვინგერი რიადულ კლუბში გადავიდა გასული წლის აგვისტოში და ამ დროიდან მოყოლებული მან 30 შეხვედრაში 12 გოლის გატანა შეძლო.









