32 წლის გამოცდილი ბერძენი მცველი იტალიურ კლუბებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. ჰელას ვერონა და სალერნიტანა მანოლასს 6 თვიან კონტრაქტს სთავაზობენ, თუმცა ამ დრომდე ფეხბურთელს არცერთ მათგანთან შეთანხმებისთვის არ მიუღწევია. მანოლასი საკმაოდ დიდ ხელფასს ითხოვს.
კოსტასი თავისუფალი აგენტი იანვარში გახდა, როდესაც შარჯაჰი დატოვა.
მანოლასს სერია A-ში თამაშის დიდი გამოცდილება აქვს. 2014-2022 წლებში, ფეხბურთელი რომას და ნაპოლის ღირსებას იცავდა, რა დროშიც 216 მატჩის ჩატარება მოასწრო.