5 საუკეთესო მრბოლელი 26 წლის ნიდერლანდელის აზრით: მიხაელ შუმახერი, აირტონ სენა, ფერნანდო ალონსო, ლუის ჰემილტონი და ხუან მანუელ ფანხიო არიან.
მაქს ვერსტაპენის დებიუტი ფორმულა 1-ში 2015 წელს, ტორო როსოს შემადგენლობაში შედგა, ხოლო 2016 წლიდან რედ ბულის ღირსებას იცავს. ნიდერლანდელმა მრბოლელმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ზედიზედ სამჯერ მოიპოვა და წელსაც, ჩემპიონობის მთავარი კანდიდატია.











