ბაზელში წინა წლებში უკეთესი სიტუაცია იყო, გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობდა. ვფიქრობ, შემდეგ წელს უკეთეს ფორმაში ვიქნებით," - აღნიშნული განცხადება საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, გაბრიელ სიგუამ, ავსტრიის შეკრებაზე გამგზავრებამდე გააკეთა.
შეგახსენებთ, გაბრიელ სიგუა ეროვნულ ნაკრებში მას შემდეგ გამოიძახეს, რაც ჯაბა კანკავამ განაცხადა, რომ ევროპის ჩემპინატზე საქართველოს ნაკრებს ვერ დაეხმარება.
დღეს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრები ავსტრიაში გაემგზავრნენ. ჩვენი გუნდი ავსტრიის ქალაქ, გეინბერგში ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ შეკრებას გაივლის.
დღეს თბილისიდან საქართველოში მყოფი ფეხბურთელები გაემგზავრნენ, ის ფეხბურთელები კი, რომლებიც თავის კლუბებთან ერთად ვარჯიშობენ, ნაკრებს შეკრებაზე შეუერთდებიან.
დღეს თბილისიდან საქართველოში მყოფი ფეხბურთელები გაემგზავრნენ, ის ფეხბურთელები კი, რომლებიც თავის კლუბებთან ერთად ვარჯიშობენ, ნაკრებს შეკრებაზე შეუერთდებიან.
ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩს მონტენეგროსთან გამართავს. მატჩი 9 ივნისს, პოდგორიცაში გაიმართება.
შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე სამ შეხვედრას გამართავს. 18 ივნისს, დორტმუნდში, ჩვენი გუნდი თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. 22 ივნისს, ჰამბურგში, საქართველოს ნაკრების მეტოქე ჩეხეთი იქნება. ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრა კი 26 ივნისს, გელზენკირხენში, პორტუგალიის წინააღმდეგ გაიმართება.

ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია