"გახდება თუ არა ინძაგი ინტერის ფერგიუსონი? არ ვიცი, თუმცა იმედი მაქვს, ის აქ დიდი ხნით დარჩება. ის ამ პოზიციაზე ზედმეტი ხმაურის გარეშე დაინიშნა და უკვე დაამტკიცა, რომ შესანიშნავი ტაქტიკოსია. სიმონე მილანურ გუნდს ისეთ ფეხბურთს ათამაშებს, რომლის ყურება ნამდვილ სიამოვნებას განიჭებს.
იტალიელი მწვრთნელი ჯერ ძალიან ახალგაზრდაა, თუმცა ის თავის სახელოვან კოლეგებს არაფრით ჩამოუვარდება. მან გაუძლო კრიტიკასა და ზეწოლას, რომელიც თავიდან იყო. "ნერაძურის" ძალიან კარგი სპეციალისტი ჰყავს", - განაცხადა იტალიელმა სელექციონერმა. აქვე დავამატებთ, რომის ლაციოს ექს-დამრიგებელი "შავ-ლურჯებში" რიგით მე-3 სეზონს ატარებს.









