ოფიციალურად: დღეს გასამართი მატჩი მარსელსა და პარი სენ-ჟერმენს შორის ხვალ, 22 სექტემბერს, თბილისის დროით 22:00 საათზე გაიმართება. საფრანგეთის ფეხბურთის ასოციაციის რეგლამენტის თანახმად, დღეს გადადებული "Le Classique" უახლოეს 24 საათში უნდა ჩატარებული, რაზეც მარსელში თანხმობა მარტივად განაცხადეს, თუმცა პარიზელებს ეს მოცემულობა არ აწყობდათ.
შეგახსენებთ, ხვალ ქალაქ პარიზში 2025 წლის ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონია იმართება, ამ ღონისძიებაზე კი პარიზული კლუბიდან საკმაოდ ბევრ ადამიანს ელოდებიან, მათ შორის უსმან დემბელესაც, რომელსაც უწინასწარმეტყველებენ, რომ ოქროს ბურთს მოიგებს. სწორედ ამ მიზეზის გამო არ სურდათ პარი სენ-ჟერმენში დღეს გადადებული მატჩის ხვალ ჩატარება.
დიდი შანსია ხვალინდელ ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონიას პარიზული კლუბიდან მხოლოდ რამდენიმე ადამიანი დაესწროს, რადგან უფრო მნიშვნელოვანი მოვლენები ქალაქ მარსელშია მოსალოდნელი.









