ფრანგულ გუნდში ჯენარო გატუზო 27 სექტემბერს მივიდა. მისი ხელმძღვანელობით მარსელმა 24 მატჩი ჩაატარა, რომელთაგან გუნდმა მხოლოდ 9 შეხვედრა მოიგო, 8 ფრედ დაასრულა და 7 წააგო. მარსელი ლიგა 1-ში მე-9 პოზიციაზე იმყოფება და მეოთხეადგილოსან ლილს 8 ქულით ჩამორჩება.
გუნდი ასევე ევროპა ლიგაზეც ასპარეზობს, სადაც 1/16 ფინალში, შახტართან არკვევს მომდევნო ეტაპზე გამსვლელი გუნდის ვინაობას. პირველი მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა.









