"ბლანკოსის" ყოფილი მარცხენა მცველის შექმნილი გუნდის კარში დგას კეილორ ნავასი, ცენტრალური მცველები - სერხიო რამოსი და ტიაგო სილვა, ფლანგებზე კი რობერტო კარლოსისა და მარსიო რაფინიას დუეტი. შუახაზი, ლეგენდარული ტრიო: კარლოს კაზემირო, ტონი კროოსი და ლუკა მოდრიჩი. შეტევა: ნეიმარ ჟუნიორი, კრიშტიანუ რონალდუ და რონალდო ნაზარიო.
რაც შეეხება მთავარ მწვრთნელს, 35 წლის მარცხენა მცველმა ორი სპეციალისტი დაასახელა - ზინედინ ზიდანი და ფერნანდო დინიზა. პირველთან ის ბერნაბეუზე მუშაობდა, მეორესთან კი ამჟამად, რიოში. აქვე დავამატებთ, 2006-2018 წლებში, მარსელო იცავდა ბრაზილიის ეროვნული გუნდის ღირსებასაც, სადაც ჩაატარა 58 მატჩი და გაიტანა 6 ბურთი.
მეკარე: კეილორ ნავასი;
მცველები: რობერტო კარლოსი, სერხიო რამოსი, ტიაგო სილვა, მარსიო რაფინია;
ნახევარმცველები: ლუკა მოდრიჩი, ტონი კროოსი, კარლოს კაზემირო;
თავდამსხმელები: რონალდო ნაზარიო, კრიშტიანუ რონალდუ, ნეიმარ ჟუნიორი.











