მარტის ამხანაგური თამაშებისთვის სანაკრებო განაცხადში მყოფმა საბა გოგლიჩიძემ უოტფორდის დღევანდელი ვარჯიში ტრავმის გამო სრულად ვერ ჩაატარა. შეძლებს თუ არა ქართველი მცველი მოახლოებულ სანაკრებო შეხვედრებში მონაწილეობას, ფეხბურთელის თბილისში ჩამოსვლის შემდეგ გახდება ცნობილი.
არსებულ ვითარებაში, მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის გადაწყვეტილებით, ეროვნულ ნაკრებს ერთი ფეხბურთელი დაემატა. ისრაელთან და ლიეტუვასთან მატჩებისთვის განაცხადში ბერძნული პანსერაიკოსის მცველი ივა გელაშვილი იქნება.
საქართველოს ეროვნული ნაკრები ამხანაგური მატჩებისთვის მზადებას 23 მარტს დაიწყებს. მარტის სანაკრებო პაუზის ფარგლებში ჩვენი გუნდი 26 მარტს თბილისში ისრაელს დაუპირისპირდება, ხოლო 29 მარტს კაუნასში ლიეტუვას შეხვდება.
წყარო & ფოტო: Nakrebi.ge









