პრემიერ ლიგის 26-ე ტურის კიდევ ერთი მატჩი ეტიჰად სთედიუმზე გაიმართა, სადაც მაყურებელმა მანჩესტერ სიტისა და ფულემის დაპირისპირება იხილა.
ამ შეხვედრას პეპ გვარდიოლას გუნდი ფავორიტის სტატუსით შეხვდა და როგორც მოსალოდნელი იყო მეტოქეს საკმაოდ მარტივადაც მოუგო.
მანჩესტერ სიტიმ ამ გამარჯვების შემდეგ 53 ქულა მოაგროვა, რითაც არსენალთან ჩამორჩენა დროებით 3 ქულამდე შეამცირა. რაც შეეხება ფულემს, ლონდონელები 34 ქულით, მე-12 პოზიციაზე დარჩნენ.
მანჩესტერ სიტი 3-0 ფულემი
გოლები: 1-0 ანტუან სემენიო 24', 2-0 ნიკო ო'რაილი 30', 3-0 ერლინგ ჰოლანდი 39'.
მატჩის მიმოხილვა









