სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ინგლისის ასოციაციის თასის 1/4 ფინალური დაპირისპირება ეტიჰადზე, სადაც მანჩესტერ სიტიმ ლივერპულს უმასპინძლა.
იმის მიუხედავად, რომ საწყის წუთებში არნე სლოტის გუნდი საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა, საბოლოო ჯამში პეპ გვარდიოლას ბიჭებმა მეტოქეს ყველა კომპონენტში აჯობეს და სრულიად დამსახურებული გამარჯვებაც მოიპოვეს.
ლივერპულის კარს საქართველოს ეროვნული ნაკრების პირველი ნომერი გიორგი მამარდაშვილი იცავდა, რომელმაც 6.0 შეფასება დაიმსახურა.
მანჩესტერ სიტი 4-0 ლივერპული
გოლები: 1-0 ერლინგ ჰოლანდი (პენ.) 39', 2-0 ერლინგ ჰოლანდი 45+2', 3-0 ანტუან სემენიო 50', 4-0 ერლინგ ჰოლანდი 57'.









