შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ქართველმა კალათბურთელმა სანდრო მამუკელაშვილმაც, რომელმაც პარკეტზე 15:07 წუთი გაატარა. ამ დროში 25 წლის მძიმე ფორვარდმა 10 ქულა მოუტანა საკუთარ გუნდს, 7 მოხსნა შეასრულა და 1 შედეგიანი პასითაც გამოიჩინა თავი.

პარკეტზე საუკეთესო ჰიუსტონის მოთამაშე ჯალენ გრინი იყო, რომელმაც 21 ქულა ჩააგდო, 5 მოხსნა შეასრულა და 4 პასითაც მოამარაგა გუნდელი. მამუკელაშვილის გუნდი მომდევნო ტურში პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსს დაუპირისპირდება. მატჩი 8 ნოემბერს, თბილისის დროით 05:00 საათზე გაიმართება.
იხილეთ მატჩის მიმოხილვა










