ბოლო დღეების განმავლობაში, რამდენიმე იტალიურმა გამოცემამ საკმაოდ ხმაურიანი ინფორმაცია გაავრცელა, რის მიხედვითაც ირკვევა, რომ რეალ მადრიდი ზაფხულში მასიმილიანო ალეგრის გადაბირებას შეეცდება. ეს ინფორმაცია ვირუსულად მალევე გავრცელდა, რასაც შემდგომში ადრიენ რაბიოსა და ლუკა მოდრიჩის სამეფო კლუბში პოტენციური ტრანსფერებიც დაემატა, რამაც სიტუაცია კიდევ უფრო დაძაბა.
რა ხდება რეალურად?
მასიმილიანო ალეგრისთან დაახლოებულმა წყაროებმა ზემოხსენებული ინფორმაცია მალევე უარყვეს და ამ ყველაფერს დიდი ჭორი უწოდეს. იტალიელი სპეციალისტი "როსონერის" დატოვებას არ გეგმავს, მეტიც, მხარეები ახალ კონტაქტზე მუშაობას მალე დაიწყებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ "მედ მაქსს" მხოლოდ მილანურ გრანდში დარჩენა სურს და სხვა კლუბზე არ ფიქრობს.
რეალ მადრიდის მასიმილიანო ალეგრისადმი ინტერესი სამეფო კლუბთან დაახლოებულმა წყაროებმაც უარყვეს, შესაბამისად, გამოდის, რომ იტალიური მედია მილანს კიდევ ერთხელ სრულიად უსამართლოდ დაუპირისპირდა და დერბი დელა მადონინას წინ ტყუილი აურზაური და დაძაბულობა შექმნა.









