მატჩის წინ, პრესკონფერენცია კატალონიელთა მთავარმა მწვრთნელმა ჩავიმ გამართა და ნაპოლის ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია შეაქო.
"შეტევაში ნაპოლის კარგი ფეხბურთელები ჰყავს. ოსიმენი, კვარაცხელია, პოლიტანოს ტრიო საკმაოდ სახიფათოა და ეს არაერთხელ დაამტკიცეს.
კვარაცხელია უმაღლესო დონის ფეხბურთელია. ასე რომ, მასთან ყურადღება არცერთი წამით არ უნდა მოვადუნოთ", - განაცხადა ჩავიმ.









