ბარსელონას გამთამაშებელმა, პედრი გონსალესმა მსოფლიოს ექვსი საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა. ახალგაზრდა ნახევარმცველის არჩევანი ასეთია: მოჰამედ სალაჰი, კილიან მბაპე, ერლინგ ჰოლანდი, რაფინია ბელოლი, ხულიან ალვარესი და ლამინ იამალი.
"მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები ახლა? ექვს მოთამაშეს დავასახელებ - სალაჰი, მბაპე, ჰოლანდი, რაფინია, ალვარესი და იამალი. თითოეული მათგანის წინააღმდეგ მინდა თამაში, ლამინის გარდა, რადგან ის ჩემი თანაგუნდელია.
განსაკუთრებით ველი მოჰამედთან და ერლინგთან დაპირისპირებას, რადგან მათ მოედანზე არასდროს შევხვედრილვარ. გამორჩეული მოთამაშეები არიან და უკვე წლებია, რაც თავის უმაღლეს კლასს არ აგდებენ."









