მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ჩელსისთან განცდილი მარცხის შემდეგ, პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ კომენტარი გააკეთა და მატჩის შემდეგ მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა.
"მატჩის ბოლოს შეიქმნა სიტუაცია, რომლის თავიდან აცილება, ჩემი აზრით, ყველას შეეძლო — ჩემი მიზანი და განზრახვა, როგორც ყოველთვის, არის ფეხბურთელების დამშვიდება, რათა მეტი პრობლემა არ შეიქმნას. მეტოქის მხრიდან დაიწყო ხელის კვრების სერია, რაც ვფიქრობ, ყველამ თავიდან უნდა ავიცილოთ და აღარ განმეორდეს. რაც შეეხება თამაშს — ფეხბურთი ასეთია, ყველაფერს ვერ ახსნი. ჩელსიმ ძალიან კარგად ითამაშა და დამსახურებულად გახდა ჩემპიონი"
ფინალურ მატჩში ლონდონის ჩელსიმ პსჟ-ს 3 უპასუხო გოლი გაუტანა და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. დუბლი კოულ პალმერმა გაიფორმა, ხოლო ერთი ბურთი ჟოაო პედროს ანგარიშზეა.









