კვირის მატჩის დღის მთავარი მოვლენა - ელ კლასიკო ესპანეთის სუპერ თასის ფინალში: ბარსელონა მადრიდის რეალის წინააღმდეგ. განვიხილოთ, თუ რას უნდა ველოდოთ აღნიშნული შეხვედრისგან.
ბარსელონა V რეალი | 23:00
ფინალისკენ მიმავალ გზაზე რეალმა დაამარცხა თანაქალაქელი მადრიდის ატლეტიკო, ბარსელონამ კი ბილბაოს ატლეტიკი გაანადგურა. ეს იქნება 2026 წლის პირველი კლასიკო, უშუალოდ მიმდინარე სეზონში კი "სამეფო კლუბმა" და კატალონიელებმა პრიმერა დივიზიონში ერთხელ უკვე ითამაშეს: მადრიდელებმა 2:1 მოიგეს.
ორივე გუნდი სუპერ თასის ფინალს ხვდება დანაკლისით და ამ მაჩვენებლით სანტიაგო ბერნაბეუს ბინადრებში უფრო სავალალო სიტუაცია არის. მთავარი კითხვა ტრიალებს კილიან მბაპეს გარშემო: შეძლებს თუ არა ის "ბლაუგრანას" წინააღმდეგ თამაშს? ჩაბი ალონსომ დაადასტურა, ფრანგი ფორვარდი ტრავმის მოშუშების შემდეგ, რეალს უკვე შეუერთდა, მაგრამ რამდენად იქნება ის მზად, უცნობია.
ყველაზე ოპტიმალური სცენარის მიხედვით, მადრიდული გუნდის ლიდერი თამაშს სათადარიგოთა სკამიდან დაიწყებს. რაც შეეხება აღნიშნული შეხვედრის ისტორიულ კონტექსტს, ეს იქნება ამ გუნდების რიგით 263-ე დუელი და იქამდე, 107-ჯერ მოიგეს "სამეფო კლუბის" წევრებმა, 104-ჯერ - კამპ ნოუს ბინადრებმა, 51 თამაში ფრედ დასრულდა.
რეალისა და ბარსელონას ურთიერთმატჩების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი არის ლიონელ მესი, რომელმაც 26 გოლის გატანა მოახერხა. კატალონიელთა მთავარი გოლეადორის შემდეგ, 18-18 ბურთით ალფრედო დი სტეფანო და კრიშტიანუ რონალდუ მოდიან.
კვირის მატჩის დღე
| ფიორენტინა - მილანი | 18:00 | სერია ა |
| პორტსმუთი - არსენალი | 18:00 | ასოციაციის თასი |
| ბაიერნი - ვოლფსბურგი | 20:30 | ბუნდესლიგა |
| მანჩესტერ იუნაიტედი - ბრაიტონი | 20:30 | ასოციაციის თასი |
| მეცი - მონპელიე | 21:00 | საფრანგეთის თასი |
| ბარსელონა - რეალი | 23:00 | ესპანეთის სუპერ თასი |
| ინტერი - ნაპოლი | 23:45 | სერია ა |









