კვირის მატჩის დღის მთავარი მოვლენა - ლონდონური დერბი, არსენალი საკუთარ კედლებში ჩელსის მიიღებს. განვიხილოთ, თუ რას უნდა ველოდოთ აღნიშნული შეხვედრისგან.
არსენალი V ჩელსი | 20:30
არსენალს აღარ აქვს შეცდომის დაშვების უფლება, რადგან გუშინ თავის მატჩში გამარჯვება მოიპოვა პრემიერ ლიგის ლიდერის უახლოესმა მდევარმა, მანჩესტერ სიტიმ, რომელმაც დედაქალაქელებთან ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირა. ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებითაც, რომ "ქალაქელებს" 1 შეხვედრით ნაკლები აქვთ ჩატარებული.
"მეთოფეების" თამაშში შეინიშნება კრიზისის ნიშნები - მხოლოდ ერთი გამარჯვება პრემიერ ლიგის უკანასკნელ სამ მატჩში. ჩემპიონატის ლიდერმა მოუგო მეზობელ ტოტენჰემს, მაგრამ ქულები დაკარგა ბრენტფორდსა და ვულვზთან. ვნახოთ, რა იქნება ჩელსისთან, რომელიც ჯერჯერობით ჩემპიონთა ლიგის ზონის მიღმა არის.
პრემიერ ლიგაში ჩატარებული 27 მატჩის შემდეგ, "არისტოკრატები" 45 ქულით მეექვსე ადგილზე არიან. რაც შეეხება დედაქალაქური გუნდის ფორმას, სტაბილურობით არც "ლურჯები" გამოირჩევიან. უკვე ორი ტურია, რაც მათ ანგარიშზე არ ფიქსირდება მოგება: 2 ფრე, ლიდსსა და ბარნლისთან.
კვირის მატჩის დღე
| კრემონეზე - მილანი | 15:30 | სერია ა |
| ჰერტა - ნიურნბერგი | 16:30 | ბუნდესლიგა |
| მანჩესტერ იუნაიტედი - კრისტალ პალასი | 18:00 | პრემიერ ლიგა |
| კატანცარო - ფროზინონე | 18:00 | სერია ბ |
| მეცი - ბრესტი | 20:15 | ლიგა 1 |
| არსენალი - ჩელსი | 20:30 | პრემიერ ლიგა |
| ჰამბურგი - ლაიფციგი | 22:30 | ბუნდესლიგა |
| რომა - იუვენტუსი | 23:45 | სერია ა |









