
პრემიერ ლიგა
არ ღირს არსენალის საჩემპიონო შანსებზე ყურადღების გამახვილება, პირველადგილოსან ლივერპულთან ჩამორჩენა ამ დროისთვის 16 ქულას შეადგენს. სხვაობა ლონდონელებსა და "წითლებს" შორის ზუსტად იმდენია, რამდენიც მანჩესტერის სხვაობა გასავარდნ ზონაში მყოფ გუნდებთან. ფავორიტები არიან "მეთოფეები", მაგრამ ქულები ჰაერივით იუნაიტედსაც სჭირდება.
18:00 - ჩელსი-ლესტერი
18:00 - ტოტენჰემი-ბორნმუთი
20:30 - მანჩესტერ იუნაიტედი-არსენალი

ლა ლიგა
გუშინ თავისი შეხვედრა უნდა ჩაეტარებინა ბარსელონას, თუმცა კლუბის ერთ-ერთი ექიმის, კარლოს მინიარო გარსიას გარდაცვალების გამო, ოსასუნასთან მატჩი გადაიდო. დღეს ვიხილავთ ორ მადრიდულ დერბის: რეალი მიიღებს რაიო ვალეკანოს, ატლეტიკო კი ხეტაფეს ესტუმრება. მოგებების შემთხვევაში, "როხიბლანკო" გადაასწრებს "ბლაუგრანას", "სამეფო კლუბი" კი ლიდერს ქულებით გაუთანაბრდება.
17:00 - ხეტაფე-ატლეტიკო
19:15 - რეალი-რაიო ვალეკანო
21:30 - ბილბაო-მალიორკა
21:30 - ბეტისი-ლას პალმასი
23:55 - სოსიედადი-სევილია

სერია ა
გუშინ იმარჯვა მილანის ინტერმა და იმ შემთხვევაში, თუ დღეს ნაპოლი ქულებს დაკარგავს ფლორენციის ფიორენტინასთან, სხვაობა პირველ და მეორე პოზიციებზე მყოფ გუნდებს შორის 4 ქულა დარჩება. სხვა მატჩები: ტურინის იუვენტუსი მიიღებს ბერგამოს ატალანტას, რომა კი საბა გოგლიჩიძის ემპოლის ესტუმრება.

ბუნდესლიგა
ბუნდესლიგაში გადარჩენისთვის მებრძოლი ბუდუ ზივზივაძის ჰაიდენჰაიმი ჰოფენჰაიმს ესტუმრება. გერმანიის ჩემპიონატის აუტსაიდერმა 2025 წელს შიდა ჩემპიონატში მოიგო მხოლოდ 1 მატჩი, ქართველ ფორვარდს კი "როთბლაუსში" ჯერ კიდევ არ აქვს გატანილი ბურთი. ვნახოთ, რა იქნება ამჯერად.
18:30 - აინტრახტი-უნიონი
20:30 - ჰოფენჰაიმი-ჰაიდენჰაიმი

ლიგა 1
გუშინ ვიხილეთ ხვიჩა კვარაცხელიას ჯადოსნური პერფომანსი, დღეს კი თავის მატჩებს გიორგი მიქაუტაძე და ზურიკო დავითაშვილი ჩაატარებენ. ლიონის ოლიმპიკი ესტუმრება ნიცას, სენტ-ეტიენი კი ლე ავრს. შეგახსენებთ იმასაც, რომ ქართველი შემტევების დუეტი ერთმანეთს რონულ დერბიში 20 აპრილს დაუპირისპირდებიან.
კვირის მატჩის დღის ყველა გამორჩეული დაპირისპირება:
17:00 - ხეტაფე-ატლეტიკო
18:00 - ნაპოლი-ფიორენტინა
18:00 - ჩელსი-ლესტერი
19:15 - რეალი-რაიო ვალეკანო
20:00 - გაკი-შტურმი
20:15 - ლე ავრი-სენტ ეტიენი
20:30 - მანჩესტერ იუნაიტედი-არსენალი
20:30 - ჰოფენჰაიმი-ჰაიდენჰაიმი
21:00 - ემპოლი-რომა
21:00 - ოლიმპიაკოსი-ოფი
21:30 - ლევანტე-კარტახენა
22:00 - სტიაუა-კრაიოვა
23:45 - იუვენტუსი-ატალანტა
23:45 - ნიცა-ლიონი
23:55 - გრანადა-რასინგი









