სანაკრებო მატჩების შემდეგ, გვიბრუნდება საკლუბო ფეხბურთი, პირველი ხმაურიანი მატჩი კი გაიმართება მადრიდში, სადაც ბარსელონა ატლეტიკოს ესტუმრება. განვიხილოთ, თუ რას უნდა ველოდოთ აღნიშნული შეხვედრისგან.
ატლეტიკო V ბარსელონა | 23:00
ლა ლიგაში ჩატარებული 29 ტურის შემდეგ, ბარსელონა 73 ქულით არის პირველ ადგილზე და უახლოეს მდევარს, მადრიდის რეალს ოთხი ქულით უსწრებს. რაც შეეხება ატლეტიკოს, 57 ქულა, მე-4 პოზიცია. დედაქალაქელები შორის არიან საჩემპიონო ბრძოლისგან, მაგრამ მათ არც 4-ეულიდან ამოვარდნა ემუქრებათ.
მადრიდული გუნდის უახლოესი მდევარია რეალ ბეტისი, რომელიც 11 ქულით უკან არის. შეგახსენებთ, რომ ამ სეზონში კატალონიელები და "როხიბლანკოსი" ერთმანეთს უკვე 3-ჯერ შეხვდნენ. 2-ჯერ მოიგო "ბლაუგრანამ", როგორც პრიმერა დივიზიონში, ისე ესპანეთის თასზეც.
კოპა დელ რეიზე გამარჯვების მიუხედავად, ფინალში გავიდა დიეგო სიმეონეს გუნდი, რომელმაც პირველ მატჩში კამპ ნოუს ბინადრები 4:0 გაანადგურა. ამით, ჰანსი ფლიკის შეგირდებისა და მეტროპოლიტანოს მკვიდრთა დუელი არ სრულდება: დღევანდელი შეხვედრიდან 4 დღეში მათ ელით მორიგი თამაში, ამჯერად ევროსარბიელზე.
დიახ, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ბარსელონას მეტოქე იქნება სწორედ ატლეტიკო. პირველი მატჩი გაიმართება 8 აპრილს, საპასუხო კი 14-ში. რაც შეეხება დანაკლისს დღევანდელ შეხვედრაში, კატალონიელებს არ ეყოლებათ ანდრეას კრისტენსენი, რაფინია ბელოლი და ტონი ფერნანდესი.
ასევე საეჭვოა ფრენკი დე იონგისა და ჩავი ესპარტის თამაშიც. რაც შეეხება მადრიდულ გუნდს - იან ობლაკი, მარკოს ლორენტე, ჯონი კარდოსო და როდრიგო მენდოსა. ასევე საეჭვოა პაბლო ბარიოსისა და მარკ პუბილის ხილვაც.
შაბათის მატჩის დღე
| ლივერპული - მანჩესტერ სიტი | 15:45 | ასოციაციის თასი |
| ფრაიბურგი - ბაიერნი | 17:30 | ბუნდესლიგა |
| ჰამბურგი - აუგსბურგი | 17:30 | ბუნდესლიგა |
| გლადბახი - ჰაიდენჰაიმი | 17:30 | ბუნდესლიგა |
| მალიორკა - რეალი | 18:15 | ლა ლიგა |
| ჩელსი - პორტ ვეილი | 20:15 | ასოციაციის თასი |
| ნანსი - სენტ-ეტიენი | 22:00 | ლიგა 2 |
| ატლეტიკო - ბარსელონა | 23:00 | ლა ლიგა |
| საუთჰემპტონი - არსენალი | 23:00 | ასოციაციის თასი |
| ატლანტა - კოლუმბუსი | 03:30 | MLS |









