კვირის მატჩის დღის ცენტრალურ დაპირისპირებაში ბარსელონა სან სებასტიანში რეალ სოსიედადს ესტუმრება. განვიხილოთ, თუ რას უნდა ველოდოთ აღნიშნული შეხვედრისგან.
სოსიედადი V ბარსელონა | 23:55
ბარსელონას წარმატებული სხვა გრძელდება - ზედიზედ 11 გამარჯვება 2025 წლის 26 ნოემბრის შემდეგ. გზად დამარცხებულნი იქნენ მადრიდის რეალი და ბილბაოს ატლეტიკი სუპერ თასზე, ასევე მადრიდის ატლეტიკო და ვილიარეალი პრიმერა დივიზიონში. დღესაც მოგების შემთხვევაში, კატალონიელები უშუალო კონკურენტ "სამეფო კლუბთან" კვლავ 4-ქულიან ჰანდიკაპს შეინარჩუნებენ.
ეს იქნება ამ გუნდების რიგით 198-ე მატჩი და იქამდე - 117-ჯერ იმარჯვა "ბლაუგრანამ", 38-ჯერ - რეალ სოსიედადმა, 42 თამაში ფრედ დასრულდა. ლეო მესიმ კამპ ნოუს ბინადრების სახელით სან სებასტიანელებს სხვადასხვა დროს გაუტანა 18 ბურთი, რაც რეკორდული შედეგი არის.
საინტერესოა ის, რომ 2019 წლის დეკემბრის შემდეგ, ბარსელონასა და ბასკურ გუნდს შორის ლა ლიგაში ფრე არ დაფიქსირებულა. ამ დროის მანძილზე კატალონიელებმა მოიგეს 9 შეხვედრა, ანოეტას ბინადრებმა კი მხოლოდ 2.
კვირის მატჩის დღე
| სტრასბურგი - მეცი | 18:00 | ლიგა 1 |
| ატლეტიკო - ალავესი | 19:15 | ლა ლიგა |
| რასინგი - ლას პალმასი | 19:15 | ლა ლიგა 2 |
| ტორინო - რომა | 21:00 | სერია ა |
| ალბასეტე - კადისი | 21:30 | ლა ლიგა 2 |
| სენეგალი - მაროკო | 23:00 | აფრიკის ერთა თასის ფინალი |
| მილანი - ლეჩე | 23:45 | სერია ა |
| სოსიედადი - ბარსელონა | 23:55 | ლა ლიგა |









