დღეს, ბათუმში 2025 წლის რაგბის შემოდგომის ტესტების პირველ მატჩში, საქართველოს ეროვნული ნაკრები აშშ-ს უმასპინძლებს.
2025 წელი ბორჯღალოსნებმა შესანიშნავად დაიწყეს, რაგბი ევროპის ჩემპიონატზე 5 მატჩი მოიგეს და მორიგ ტიტულს დაეუფლნენ. ზაფხულის ტესტები კი მძიმე გამოდგა — საქართველოს ნაკრები ირლანდიასთან, ჩიტასთან და სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა.
საქართველოს და აშშ-ს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებები ერთმანეთს ბოლოს 2023 წელს თბილისში შეხვდნენ, სადაც ბორჯღალოსნებმა 22-7 იმარჯვეს. სულ ისტორიაში კი ნაკრებები ერთმანეთს 7-ჯერ დაუპირისპირდნენ, საიდანაც 4 მატჩი საქართველომ, ხოლო 3 აშშ-მ მოიგო.
დღევანდელი შეხვედრისთვის საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რიჩარდ ქოქრილმა 23 მორაგბე გამოიძახა, ხოლო გუნდს კაპიტნის სტატუსით მოედანზე ბექა გორგაძე გაუძღვრება.
ბორჯღალოსნების შემადგენლობა აშშ-ს ნაკრების წინააღმდეგ
ხაზი:15. დავით ნინიაშვილი (ლა როშელი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. გიორგი კვესელაძე (გრენობლი), 12. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი), 11. გიორგი შველიძე (ბრივი), 10. თედო აბჟანდაძე (ორიაკი), 9. ვასილ ლობჟანიძე (ოიონა);
შერკინება:1. დავით აბდუშელიშვილი (შავი ლომი), 2. ირაკლი ქვათაძე (შავი ლომი), 3. ბექა გიგაშვილი (ტულონი), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 5. ლადო ჩაჩანიძე (მონ დე მარსანი), 6. ლუკა ივანიშვილი (ბრისტოლი), 7. ბექა საღინაძე (ლიონი), 8. ბექა გორგაძე (პო, კაპ.).
მარქაფა:16. ვანო კარკაძე (ოიონა), 17. გიორგი თეთრაშვილი (პერპინიანი), 18. ლუკა ჯაფარიძე (მონპელიე), 19. დემურ ეფრემიძე (შავი ლომი), 20. ილია სპანდერაშვილი (ვალანსი); 21. გელა აფრასიძე (პერპინიანი), 22. ლუკა მატკავა (ოიონა), 23. დემე თაფლაძე (შავი ლომი).
საქართველოს და აშშ-ს ეროვნული ნაკრებების დაპირისპირება სტარტს 16 საათზე აიღებს.









