დღეს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ქართული რაგბის ისტორიაში ახალი თავი ჩაიწერება — ბორჯღალოსნები ირლანდიის ნაკრებს პირველად უმასპინძლებენ.
საქართველო და ირლანდია ეროვნული ნაკრებების დონეზე ერთმანეთს სულ 5-ჯერ დაუპირისპირდნენ და ყველა შემთხვევაში გამარჯვება მეტოქეს დარჩა. ბორჯღალოსნები ყველას ახლოს მოგებასთან 2007 წლის მსოფლიო თასზე იყვნენ, სადაც ირლანდიამ მხოლოდ 4 ქულით, 14-10 იმარჯვა.
გუნდები ერთმანეთს კარგ სათამაშო ფორმაში ხვდებიან. საქართველოს ნაკრებმა ბოლო 5 მატჩი დამაჯერებლად მოიგო და 2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. ირლანდიამ კი 6 ერის ტურნირზე 5-დან 4 შეხვედრაში იმარჯვა და ასპარეზობა მესამე ადგილზე დაასრულა.
დღევანდელი მატჩისთვის, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთმელმა, რიჩარდ ქოქრილმა 23 მორაგბე გამოიძახა და პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ გუნდის სჯერა.
საქართველოს და ირლანდიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრებების დაპირისპირება დღეს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება და სტარტს 21 საათზე აიღებს.









