2025 წლის შემოდგომის ტესტების ბოლო მატჩს საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს, თბილისში გამართავს და იაპონიას ესტუმრება.
ნოემბრის ტესტებზე ბორჯღალოსნებმა ორი მატჩი ბათუმში ჩაატარეს და ორივე დამაჯერებლად მოიგეს — ჯერ აშშ-ს 43-30 აჯობეს, ხოლო შემდეგ კანადა 38-17 დაამარცხეს.
იაპონიის ეროვნულ ნაკრებს კი ორი მძიმე გასვლითი შეხვედრა ჰქონდა, სადაც ჯერ ირლანდიასთან უშანსოდ, 10-41 დამარცხდა. ხოლო მეორე მატჩში უელსმა მინიმალური სხვაობით, 24-23 აჯობე.
საქართველოს და იაპონიის ეროვნული ნაკრებები ერთმანეთს ბოლო გასული წლის 13 ივლისს, სენდაიში შეხვდნენ, სადაც ბორჯღალოსნებმა დრამატულ შეხვედრაში 25-23 იმარჯვეს. სულ კი ისტორიაში 7 ქართულ-იაპონური დაპირისპირება შედგა, სადაც უპირატესობა 5-2 მეტოქის მხარეს არის.
დღევანდელი დაპირისპირება უმნიშვნელოვანესია რეიტინგისთვის და მსოფლიო თასის წილისყრისთვის — იმ შემთხვევაში, თუ საქართველო მოიგებს და მატჩი ფრედ დასრულდება, ბორჯღალოსნები მე-12 ადგილს შეინარჩუნებენ და წილისყრის დროს მე-2 კალათაში იქნებიან.
ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა, რიჩარდ ქოქრილმა დღევანდელი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა
ხაზი:15. დავით ნინიაშვილი (ლა როშელი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. გიორგი კვესელაძე (გრენობლი), 12. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი), 11. დემე თაფლაძე (შავი ლომი), 10. თედო აბჟანდაძე (ორიაკი), 9. ვასილ ლობჟანიძე (ოიონა);
შერკინება:1. გიორგი ახალაძე (კლერმონი), 2. ირაკლი ქვათაძე (შავი ლომი), 3. ირაკლი აფციაური (ლიონი), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 5. ლადო ჩაჩანიძე (მონ დე მარსანი), 6. თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი), 7. ბექა საღინაძე (ლიონი), 8. ბექა გორგაძე (პო, კაპ.).
მარქაფა:16. ნიკოლოზ სუთიძე (ლა როშელი), 17. გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი), 18. კახაბერ დარბაიძე (შავი ლომი), 19. გიორგი ჯავახია (ტულონი), 20. ლუკა ივანიშვილი (ბრისტოლი), 21. სანდრო მამამთავრიშვილი (შავი ლომი); 22. გელა აფრასიძე (პერპინიანი), 23. ლუკა მატკავა (ოიონა).
საქართველოს და იაპონიის ეროვნული ნაკრებები დაპირისპირება დღეს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება და სტარტს 16 საათზე აიღებს.









