ბუნდესლიგა და ლიგა 1 დასრულდა, პრემიერ ლიგასა და ლა ლიგაში კი პრაქტიკულად ყველაფერია გადაწყვეტილი. რჩება სერია ა, სადაც სეზონის დასრულებამდე 2 ტურით ადრე, გარკვეული არც ჩემპიონის ვინაობაა, არც ჩემპიონთა ლიგის ოთხეული და არც ის, თუ რომელი კლუბები დატოვებენ უმაღლეს დივიზიონს.
კულმინაციის მოლოდინში
37-ე ტურის ცხრა მატჩი ერთ დროს გაიმართება. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ გუნდები კონკურენტების შედეგებზე ორიენტირებულები არ იყვნენ. ინტერნაციონალე მიიღებს ლაციოს, მილანი ესტუმრება რომას, ნაპოლის ელის გასვლითი შეხვედრა პარმასთან, იუვენტუსი დაუპირისპირდება უდინეზეს, ფიორენტინა კი ბოლონიას.
საჩემპიონო დუელი მიმდინარეობს მილანურ გუნდსა და "პარტენოპეის" შორის, სხვაობა კი ამ დროისთვის მხოლოდ ერთ ქულას შეადგენს. როგორც აღვნიშნეთ, "ნერაძურის" მეტოქეები იქნებიან რომაელები, რომლებიც ჩემპიონთა ლიგის ზონაში შესვლას ცდილობენ. მოქმედ ჩემპიონებს, მეაცას ბინადრებს შეცდომის დაშვების უფლება აღარ აქვთ.
იგივე ითქმის "აძურიზეც", რომელსაც გასულ ტურში ფეხი დაუცდა ჯენოასთან, რის გამოც სიმონე ინძაგის გუნდი ერთ ქულამდე მიიახლოვა. უმოტივაციოდ არც მარადონას ბინადრების მეტოქე "ჯალობლუ" იქნება, რომელიც იტალიის ჩემპიონატის უმაღლეს დივიზიონში ადგილის შენარჩუნებას ცდილობს.
აღნიშნული მატჩის შედეგი პირდაპირ გავლენას მოახდენს ემპოლიზე, რომელიც "ჯვაროსნების" მსგავსად, სერია ა-ს სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილში ტრიალებს. თავად ტოსკანელების მეტოქე კი უკვე გავარდნილი მონცა იქნება. ერთი სიტყვით, 37-ე ტურში ბევრ კითხვას პასუხი უნდა გაეცეს.
კვირის მატჩის დღე
| დრო | მატჩი | ტურნირი |
| 19:00 | რაპიდი-შტურმი | ბუნდესლიგა, ავსტრია |
| 19:30 | არსენალი-ნიუკასლი | პრემიერ ლიგა |
| 21:00 | სევილია-რეალი | ლა ლიგა |
| 21:00 | ბარსელონა-ვილიარეალი | ლა ლიგა |
| 21:00 | ატლეტიკო-ბეტისი | ლა ლიგა |
| 21:00 | ვალენსია-ბილბაო | ლა ლიგა |
| 22:45 | ინტერი-ლაციო | სერია ა |
| 22:45 | რომა-მილანი | სერია ა |
| 22:45 | პარმა-ნაპოლი | სერია ა |
| 22:45 | იუვენტუსი-უდინეზე | სერია ა |
| 22:45 | მონცა-ემპოლი | სერია ა |









