
ლა ლიგა
ლა ლიგაში პირველ რიგში გვაინტერესებს ვალენსიას სტუმრობა სევილიასთან. მართალია, გიორგი მამარდაშვილმა ტრავმა მოიშუშა, თუმცა მისი ანდალუსიელებთან თამაში მაინც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. არაა გამორიცხული, რომ ქართველი გოლკიპერის სარეაბილიტაციო პროცესი კიდევ გაგრძელდეს.
ამის შესახებ ისაუბრა "ღამურების" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, კარლოს კორბერანმა, რომელმაც აღნიშნა, რომ მისი გუნდის მეკარის დაბრუნება 100 პროცენტით გადაწყვეტილი ჯერ არ არის. ყველაფერს უშუალოდ მატჩის დაწყებამდე რამდენიმე ხნით ადრე გავიგებთ. შეგახსენებთ იმასაც, რომ 24 წლის გოლკიპერის დაბრუნება კოპა დელ რეის თამაშისთვისაც იგეგმებოდა, მაგრამ საპირისპირო სურათი ვიხილეთ.
17:00 - ალავესი-ჟირონა
19:15 - ვალიადოლიდი-ბეტისი
21:30 - ესპანიოლი-ლეგანესი
23:55 - სევილია-ვალენსია

სერია ა
სერია ა-ს შაბათის მატჩის დღე ოთხი ერთმანეთზე საინტერესო შეხვედრით იქნება დატვირთული. საბა გოგლიჩიძის ემპოლი ლეჩეს მიიღებს, სასკუდეტო ბრძოლაში ჩართული ბერგამოს ატალანტა უდინეზეს ესტუმრება, შემდეგ გაიმართება ტურინული დერბი: იუვენტუსი-ტორინო, ბოლოს კი იტალიის სუპერთასის მოქმედი ჩემპიონი მილანი კალიარის მიიღებს.
18:00 - უდინეზე-ატალანტა
18:00 - ემპოლი-ლეჩე
21:00 - ტორინო-იუვენტუსი
23:45 - მილანი-კალიარი

ბუნდესლიგა
დღის მთავარი მოვლენა - ბუდუ ზივზივაძის დებიუტი ბუნდესლიგაში. ჰაიდენჰაიმის მთავარი მწვრთნელი, ფრანკ შმიდტი ძირითად შემადგენლობას არ ახმაურებს, ასე რომ ცნობილი არ არის, დაიწყებს თუ არა ქართველი ფორვარდი უნიონ ბერლინთან მატჩს პირდაპირ ძირითადიდან. რაც შეეხება "როთბლაუსის" შემტევის კონდიციებს, ის სეზონის მეორე ნახევარს ბრწყინვალე ფორმაში ხვდება.
30 წლის თავდამსხმელმა "ლურჯ-წითლებში" გადასვლამდე, მეორე ბუნდესლიგაში 17 შეხვედრაში 12 გოლის გატანა მოასწრო, რითაც დაამტკიცა, რომ ახალი გამოწვევებისთვის მზად არის. ბადენელთა მე-12 ნომრის მისია იქნება თავისი ახალი გუნდის გერმანიის ელიტაში დატოვება. ვნახოთ, შეძლებს თუ არა ამას ზივზივაძე.
18:30 - ჰოფენჰაიმი-ვოლფსბურგი
18:30 - სანქტ პაული-აინტრახტი
18:30 - მაინცი-ბოხუმი
18:30 - ფრაიბურგი-კილი
18:30 - ჰაიდენჰაიმი-უნიონი
21:30 - გლადბახი-ბაიერნი

ლიგა 1
სანამ ხვიჩა კვარაცხელია პარის სენ-ჟერმენთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და ზურიკო დავითაშვილი ამ გუნდის წინააღმდეგ შეხვედრისთვის ემზადება, გიორგი მიქაუტაძე ლიონთან ერთად ბრესტს ესტუმრება. წელს ეს გუნდი ლიგა 1-ში ისე ვეღარ გვაოცებს, როგორც შარშან, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე დაფიქსირებულმა შედეგმა აჩვენა, რომ "წითლების" ჩამოწერა არ შეიძლება.
შეგახსენებთ იმასაც, რომ ქართველი თავდამსხმელის გარშემო სტამბოლის გალათასარაიში გადასვლის ვარიანტი ტრიალებს. ოლიმპიკს სჭირდება ფინანსური დავალიანების აღმოფხვრა და საქართველოს ეროვნული გუნდის ფორვარდის რაც შეიძლება სარფიანად გასხვისება, საკმაოდ აქტუალურ საკითხად რჩება.
20:00 - ბრესტი-ლიონი
20:00 - ლე ავრი-ლანსი
20:00 - მონპელიე-ანჟერი
20:00 - ტულუზა-სტრასბურგი
22:00 - რეიმსი-ნიცა
23:55 - რენი-მარსელი
ინგლისის ასოციაციის თასი
ეს შაბათ-კვირა პრემიერ ლიგის დაპირისპირებების გარეშე ჩაივლის, თუმცა სამაგიეროდ ინგლისის ასოციაციის თასის შეხვედრებს ვიხილავთ. ლივერპული მიიღებს აკრინგტონს, ლონდონის ჩელსი მორიკამბს, მანჩესტერ სიტი კი სელფორდს.
შაბათის მატჩის დღის განრიგი:
16:15 - ლივერპული-აკრინგტონი
18:00 - უდინეზე-ატალანტა
18:00 - ემპოლი-ლეჩე
18:30 - ჰაიდენჰაიმი-უნიონი
19:00 - ჩელსი-მორიკამბი
20:00 - ბრესტი-ლიონი
21:00 - ტორინო-იუვენტუსი
21:30 - გლადბახი-ბაიერნი
21:45 - მანჩესტერ სიტი-სელფორდი
23:45 - მილანი-კალიარი
23:55 - სევილია-ვალენსია











