ჩემპიონთა ლიგის ოთხშაბათის მატჩის დღე, ამჯერად ცენტრალური მატჩი გაიმართება მადრიდში, რეალსა და ტურინის იუვენტუსს შორის. ამის გარდა, გიორგი მამარდაშვილის ლივერპული ფრანკფურტის აინტრახტს ესტუმრება.
რეალი V იუვენტუსი
ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე კოლორიტული დაპირისპირება, რომელიც 22 მატჩს მოიცავს. 12-ჯერ იმარჯვა რეალმა, 8-ჯერ - იუვემ, 4 შეხვედრა ფრედ დასრულდა. ეს გუნდები ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ მთავარი საკლუბო ტურნირის ფინალშიც, თანაც 2-ჯერ, ორივე შემთხვევაში მოგებული მადრიდი გამოვიდა.
"სამეფო კლუბმა" იმარჯვა ჯერ 1998 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში, შემდეგ კი 2017-შიც. ამ გუნდების დუელი მჭიდროდ არის კავშირში კრიშტიანუ რონალდუსთან, რომელმაც ტურინელებს საერთო ჯამში შეუგდო 10 ბურთი, მოგვიანებით კი ის თავად გახდა იტალიური კლუბის წევრი.
რაც შეეხება გუნდების ამჟამინდელ მდგომარეობას, დღეს მაყურებელი იხილავს ერთგვარ თურქულ დერბის - არდა გიულერი ქენან ილდიზის წინააღმდეგ. თურქული და ზოგადად მსოფლიო ფეხბურთის ორი უნიჭიერესი მოთამაშე, ერთი ბრწყინავს ბერნაბეუზე, მეორე კი "ბიანკონერის" მაისურით.
ჩემპიონთა ლიგის ოთხშაბათის მატჩის დღე
| 20:45 | ბილბაო - ყარაბაღი |
| 20:45 | გალათასარაი - ბოდო გლიმტი |
| 23:00 | რეალი - იუვენტუსი |
| 23:00 | აინტრახტი - ლივერპული |
| 23:00 | ჩელსი - აიაქსი |
| 23:00 | ბაიერნი - ბრიუგე |
| 23:00 | მონაკო - ტოტენჰემი |
| 23:00 | მარსელი - სპორტინგი |
| 23:00 | ატალანტა - სლავია |









