პრემიერ ლიგის 30-ე ტური გაგრძელდება ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლი გუნდების მატჩით - მანჩესტერ იუნაიტედი საკუთარ მოედანზე ასტონ ვილას მიიღებს. განვიხილოთ, თუ რას უნდა ველოდოთ აღნიშნული შეხვედრისგან.
მანჩესტერ იუნაიტედი V ასტონ ვილა | 18:00
ორივე გუნდი დღევანდელ მატჩს ხვდება თითქმის თანაბარ კონდიციაში - პრემიერ ლიგაში გამართული 29 ტურის შემდეგ, მან იუნაიტედი და ასტონ ვილა 51-51 ქულით მესამე-მეოთხე პოზიციებზე არიან. მანჩესტერი უშუალო კონკურენტზე წინ ბურთების უკეთესი შეფარდების ხარჯზე არის.
"წითელ ეშმაკებს" ჰქონდათ 11-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია, რომელიც დასრულდა გასულ ტურში, ნიუკასლ იუნაიტედთან წაგებით. "კაჭკაჭებთან" შეხვედრამდე, უკანასკნელი კლუბი, რომელსაც ჰქონდა მოგებული ოლდ ტრაფორდის ბინადრებთან სწორედ ბირმინგემული გუნდი იყო.
ვნახოთ, შეძლებენ თუ არა მაიკლ კერიკის შეგირდები რევანშის აღებას. რაც შეეხებათ "ლომებს", ბოლო პერიოდში იღბალი არ არის მათ მხარეს - მხოლოდ 1 მოგება უკანასკნელ 6 შეხვედრაში. აღსანიშნავია, რომ 30-ე ტურის ყველაზე საინტერესო მოვლენები მხოლოდ იუნაიტედისა და ვილა პარკის ბინადრების დუელით არ იფარგლება.
ამ მატჩის დასრულების შემდეგ, ლივერპული საკუთარ კედლებში ტოტენჰემს მიიღებს. მასპინძლები, მანჩესტერული გუნდისა და უნაი ემერის შეგირდების მსგავსად იბრძვიან ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე მოხვედრისთვის, ლონდონელების მთავარი მიზანი კი ინგლისის უმაღლეს დივიზიონში ადგილის შენარჩუნება არის.
კვირის მატჩის დღე
| მანჩესტერ იუნაიტედი - ასტონ ვილა | 18:00 | პრემიერ ლიგა |
| ბარსელონა - სევილია | 19:15 | ლა ლიგა |
| აუსტრია - შტურმი | 20:00 | ბუნდესლიგა ავსტრია |
| მეცი - ტულუზა | 20:15 | ლიგა 1 |
| ლივერპული - ტოტენჰემი | 20:30 | პრემიერ ლიგა |
| კომო - რომა | 21:00 | სერია ა |
| ლაციო - მილანი | 23:45 | სერია ა |









