კვირის მატჩის დღე და მისი ცენტრალური დაპირისპირება - ჩრდილო ლონდონური დერბი, არსენალი ტოტენჰემს ესტუმრება. განვიხილოთ, თუ რას უნდა ველოდოთ აღნიშნული შეხვედრისგან.
ტოტენჰემი V არსენალი | 20:30
საჩემპიონო ბრძოლაში სუფევს უდიდესი ინტრიგა - არსენალმა სენსაციურად ქულები დაკარგა აუტსაიდერ ვულვერჰემპტონ უონდერერსთან, რითაც ისარგებლა მანჩესტერ სიტიმ და ლიდერთან ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირა. გასაკვირი არ არის, იმის გათვალისწინებით, რომ ლონდონელებმა ქულები დაკარგეს "მგლებამდეც", ბრენტფორდთან.
დღეს, "მეთოფეების" მეტოქე არის ტოტენჰემი - გუნდი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ფაზაში მოხვდა ოთხ საუკეთესოს შორის, თუმცა პრემიერ ლიგაში უფრო ახლოა გასავარდნ ზონასთან, ვიდრე 4-ეულთან. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ლონდონელებს 2026 წელს შიდა ჩემპიონატში ჯერ ერთი მოგებაც არ აქვთ.
"მამლების" უკანასკნელი გამარჯვება პრემიერ ლიგაში თარიღდება 2025 წლის 28 დეკემბრით, თანაქალაქელ კრისტალ პალასთან. იმის შემდეგ - 4 წაგება და 4 ფრე, ასეთია ჰოტსპურ სთეიდიუმის ბინადრების მონაგარი 2026-ში. რაც შეეხება გუნდის გარშემო არსებულ სიახლეებს, იგორ ტუდორმა უილიამ ლევის კლუბში თავკაცის პოსტზე ტომას ფრანკი შეცვალა.
ხორვატი მწვრთნელის მიზანი იქნება ტოტენჰემის სეზონის გადარჩენა და ეს მისია იწყება უპრინციპულეს მეტოქეებთან მატჩით, ემირეიტსის ბინადრებთან. ვნახოთ, როგორ გაართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას იუვენტუსის, მარსელის, ლაციოს, უდინეზესა და გალათასარაის ყოფილი დამრიგებელი.
კვირის მატჩის დღე
| ნოტინგემი - ლივერპული | 18:00 | პრემიერ ლიგა |
| ატალანტა - ნაპოლი | 18:00 | სერია ა |
| ბარსელონა - ლევანტე | 19:15 | ლა ლიგა |
| ტოტენჰემი - არსენალი | 20:30 | ლა ლიგა |
| მილანი - პარმა | 21:00 | სერია ა |
| რასინგი - ბურგოსი | 21:30 | ლა ლიგა 2 |
| ჰაიდენჰაიმი - შტუტგარტი | 22:30 | ბუნდესლიგა |
| ვილიარეალი - ვალენსია | 23:55 | ლა ლიგა |









