მანჩესტერ იუნაიტედი V ტვენტე
აღნიშნული დაპირისპირება შეგვიძლია ცენტრალურ შეხვედრად მივიჩნიოთ. მანჩესტერის მწვრთნელს, ერიკ ტენ ჰაგს ტვენტესთან ბევრი რამ აკავშირებს. ნიდერლანდელი თავკაცი სწორედ ენსჰედელთა აღზრდილია და ამის გარდა, 1989-1990, 1992-1994, 1996-2002 წლებში ის თავის მშობლიურ კლუბში თამაშობდა.
საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, იუნაიტედის ამჟამინდელი მწვრთნელი 2002-2008 წლებში "წითლების" ახალგაზრდულ სექტორში მუშაობდა, 2006-2009 წლებში კი - ასისტენტადაც. ვნახოთ, რა მოუმზადა 54 წლის თავკაცმა "ცხენებს". რაც შეეხება ამჟამინდელ სეზონს, "ეშმაკები" პრემიერ ლიგაში მე-11 პოზიციაზე არიან, არკე სთეიდიუმის ბინადრები კი ერედივიზიაში მე-4 ადგილზე არიან.
გალათასარაი V პაოკი
თურქულ - ბერძნული დაპირისპირება ყოველთვის დიდ ვნებათაღელვასთან არის დაკავშირებული. გალათასარაის ამ ქვეყნის გუნდების წინააღმდეგ სხვადასხვა დროს 10 მატჩი აქვს ჩატარებული. 6 თამაში სტამბოლელთა მოგებით დასრულდა, 3 ბერძენთა მოგებით და მხოლოდ 1 ფრე. კონკრეტულად პაოკს "ლომები" არასდროს შეხვედრილან.
დინამო კიევი V ლაციო
იყო დრო, როდესაც ეს გუნდები ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგაზე უპირისპირდებოდნენ, თუმცა დღეს, დინამოსა და ლაციოს დაპირისპირებამ ევროპა ლიგაზე გადაინაცვლა. 1999/00 წლების სეზონში რომაელებმა 2-ვე მატჩი მოიგეს. კიეველების მხარეს თამაშობდა კახა კალაძე, რომელიც მოგვიანებით მილანში გადავიდა.
"არწივებს" კი ნამდვილი ვარსკვლავური შემადგენლობა ჰყავდათ. თავად განსაჯეთ - რობერტო მანჩინი, სინიშა მიხაილოვიჩი, პაველ ნედვედი, ალესანდრო ნესტა და სხვები. მართალია, "ბიანკოჩელესტეს" შემადგენლობა აღარ არის ისეთი ვარსკვლავური, მაგრამ ეს მატჩი მაინც დიდ ინტერესს იწვევს.
დღევანდელი თამაშების სრული განრიგი კი ასეთია:
20:45 - ბოდო გლიმტი-პორტო
20:45 - ალკმაარი-ელფსბორგი
23:00 - მანჩესტერ იუნაიტედი-ტვენტე
23:00 - ნიცა-სოსიედადი
23:00 - დინამო კიევი-ლაციო
23:00 - გალათასარაი-პაოკი
23:00 - მიდტიულანდი-ჰოფენჰაიმი
23:00 - ანდერლეხტი-ფერენცვაროში
23:00 - ლუდოგორეცი-სლავია
მილანის ლეგენდები თბილისში - ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის დეტალური განხილვა.
იხილეთ ჩვენი პოდკასტის მორიგი ეპიზოდი
მილანის ლეგენდები თბილისში - ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის დეტალური განხილვა.
იხილეთ ჩვენი პოდკასტის მორიგი ეპიზოდი











