ჩემპიონთა ლიგის დასრულების შემდეგ, ტრადიცულად ხუთშაბათობით ევროპა ლიგისა და კონფერენს ლიგის დაპირისპირებები გაიმართება. გურამ კაშიას სლოვანი საკუთარ კედლებში რაიო ვალეკანოს მიიღებს. ატლეტიკოსა და ჟირონას შემდეგ, ეს იქნება პრიმერა დივიზიონის რიგით მე-3 კლუბი ქართველი უკანახაზელის გზაზე.
გასვლითი მატჩი ელის ოთარ კიტეიშვილის შტურმ გრაცს, ათენში პანათინაიკოსთან. ასევე სტუმრად თამაშობს ირაკლი აზაროვი დონეცკის შახტართან ერთად, შემროკის წინააღმდეგ. დიდ ინტერესს იწვევს რომას სტუმრობა ევროპა ლიგის ერთადერთ გუნდთან, რომელსაც ამ დრომდე 4/4 მოგება აქვს.
საუბარია მიდტიულანდზე, რომელიც მიმდინარე სეზონის მთავარ აღმოჩენად იქცა. "ჯალოროსის" ერთ-ერთი უკანასკნელი სტუმრობა სკანდინავიაში გამოდგა წარუმატებელი, 1:6 ბოდო გლიმტთან. ვნახოთ, რა იქნება ამჯერად, ევროპა ლიგის ამ დროისთვის საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ. აქვე დავამატებთ, ადრინდელი შევედრები ჩვენი დროით დაიწყება 21:45 საათზე, გვიანდელი კი 23:55









