დღეს, ჩემპიონთა ლიგის შემდეგ, სტარტს ევროპა ლიგაც აიღებს. ტურნირზე მონაწილეობას იღებს ორი გუნდი, რომლის შემადგენლობაში ქართველი ლეგიონერები არიან. საუბარია ოთარ კიტეიშვილის შტურმ გრაცისა და ლუკა გუგეშაშვილის პაოკის შესახებ. ცნობისთვის, ორივე კლუბი თამაშობს დღეს, თანაც ერთ დროს.
შტურმი ესტუმრება მიდტიულანდს, პაოკი კი საკუთარ კედლებში თელ-ავივის მაკაბის მიიღებს. ტურნირზე ტოპ ხუთი ლიგის არაერთი წარმომადგენელიც არის: რომა, ასტონ ვილა, ბეტისი, ნოტინგემი, ლიონი, შტუტგარტი, ლილი, სელტა, ბოლონია, ფრაიბურგი, და ნიცა.
ევროპა ლიგის პირველი ტური დაყოფილი იქნება ორ დღეზე - მატჩების ნაწილი გაიმართება დღეს, ნაწილი კი ხვალ. ასე იქნება მხოლოდ პირველ ტურში, სხვა დღეებში ევროპა ლიგა ტრადიციულად ხუთშაბათობით გაიმართება. რაც შეეხებათ ქართველ ლეგიონერებს, კიტეიშვილი ოჯახური მიზეზების გამო გრაცელებს ვერ დაეხმარება, გუგეშაშვილი კი თავისი გუნდის შემადგენლობაში იქნება.
ევროპა ლიგის ოთხშაბათის მატჩის დღე
| დრო | მატჩი |
| 20:45 | ლილი - ბრანი |
| 20:45 | იგლსი - სტიაუა |
| 23:00 | რეინჯერსი - გენკი |
| 23:00 | ზალცბურგი - პორტო |
| 23:00 | ასტონ ვილა - ბოლონია |
| 23:00 | ფერენცვაროში - პლზენი |
| 23:00 | იანგ ბოიზი - პანათინაიკოსი |
| 23:00 | შტუტგარტი - სელტა |
| 23:00 | უტრეხტი - ლიონი |









