მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი შევიდა დასკვნით ფაზაში და დღეს, A ჯგუფში პირველადგილოსანის ვინაობას გერმანიისა და სლოვაკეთის ეროვნული გუნდები გაარკვევენ. განვიხილოთ, თუ რა ინტრიგას ტოვებს აღნიშნული შეხვედრა.
გერმანია V სლოვაკეთი
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკატიო ეტაპის შვიდი ტურის შემდეგ, გერმანია და სლოვაკეთი 12 - 12 ქულით, პირველ და მეორე ადგილებს იკავებენ. მართალია, პირველ ტურში "შევარდნებმა" "ბუნდესნაკრებს" 2:0 მოუგეს, მაგრამ შესარჩევის ფორმატის მიხედვით, თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, პრიორიტეტი ენიჭება ბურთების შეფარდებას, შემდეგ, გატანილი ბურთების რაოდენობას და უკვე ბოლოს, ურთიერთშეხვედრებს.
"მანშაფტს" ბურთების შეფარდება აქვს პლიუს შვიდი, "თეთრ-ლურჯებს" კი პლიუს ოთხი, რაც ნიშნავს იმას, რომ სტუმრებს გამარჯვება სჭირდებათ მინიმუმ 4-ბურთიანი სხვაობით. ცხადია, თეორიულად შესაძლებელი არის ყველაფერი, მაგრამ მაინც რთულად წარმოსადგენია, რომ იულიან ნაგელსმანის გუნდში შინ ასეთი სხვაობით განადგურდეს.
ორშაბათის მატჩის დღე სრულად
| გერმანია - სლოვაკეთი | 23:45 |
| ნიდერლანდები - ლიეტუვა | 23:45 |
| მონტენეგრო - ხორვატია | 23:45 |
| მალტა - პოლონეთი | 23:45 |
| ჩეხეთი - გიბრალტარი | 23:45 |
| ჩრდილოეთ ირლანდია - ლუქსემბურგი | 23:45 |
ევროპული ნაკრებები, რომლებმაც მუნდიალის საგზური უკვე გაიფორმეს - საფრანგეთი, ესპანეთი, ინგლისი, პორტუგალია, ნიდერლანდები, ხორვატია, ნორვეგია, შვეიცარია.
ევროპული ნაკრებები, რომლებიც ითამაშებენ პლეიოფს ან პირველ ადგილზე გასვლის შანსს ინარჩუნებენ - გერმანია*, დანია*, ბელგია* შოტლანდია*, სლოვაკეთი*, ავსტრია*, უელსი*, ბოსნია*, ჩრდილოეთ მაკედონია*, იტალია, ჩეხეთი, თურქეთი, პოლონეთი, უკრაინა, ირლანდია, ალბანეთი, კოსოვო.









