
პრემიერ ლიგა
პრემიერ ლიგაში თავიანთ შეხვედრებს ჩაატარებენ კრიზისში მყოფი ტოპ გუნდები - მანჩესტერ იუნაიტედი ესტუმრება ფულჰემს, ტოტენჰემი კი ლესტერს მიიღებს. შეგახსენებთ, რომ 22 ტურის შემდეგ, "წითელი ეშმაკები" 26 ქულით მე-13 პოზიციაზე არიან, ჰოთსპური კი 24 ქულით მე-15 პოზიციას იკავებს.
18:00 - ტოტენჰემი-ლესტერი
18:00 - კრისტალ პალასი-ბრენტფორდი
20:30 - ასტონ ვილა-ვესტ ჰემი
23:00 - ფულჰემი-მანჩესტერ იუნაიტედი

ლა ლიგა
როგორც აღვნიშნეთ, დღევანდელი მატჩის მთავარი მოვლენა გიორგი მამარდაშვილის ვალენსიას ბარსელონასთან სტუმრობა იქნება. იყო დრო, როდესაც "ბლაუგრანა" პრიმერა დივიზიონს ლიდერობდა სოლიდური ჰანდიკაპით, მაგრამ ახლა ყველაფერი შეიცვალა და ეს გუნდი უკვე მდევრის როლშია. კატალონიელებზე წინ არიან მადრიდელი მეზობლები: რეალი და ატლეტიკო.
ცნობისთვის, გუშინ ორივე მათგანმა იმარჯვა და დღეს, "ლურჯ-ბროწეულისფრების" ჯერი დგება. ქულები ჰაერივით სჭირდებათ "ღამურებსაც", რომლებიც პრიმერა დივიზიონში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვიან. "ლოს ჩესში" ქართველი გოლკიპერის ბოლო მისია სწორედ თავისი გუნდის ელიტაში დატოვება იქნება.
17:00 - რაიო ვალეკანო-ჟირონა
19:15 - სოსიედადი-ხეტაფე
21:30 - ბილბაო-ლეგანესი
23:55 - ბარსელონა-ვალენსია
23:55 - ალავესი-სელტა
სერია ა
ძალიან საინტერესო დაპირისპირებები იქნება სერია ა-შიც, სადაც მილანი მიიღებს პარმას, ინტერი კი ლეჩეს ესტუმრება. ასევე, გამოსარჩევია ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლი გუნდების დუელი: რომის ლაციო - ფლორენციის ფიორენტინა. სეზონის სტარტზე ორივე მათგანმა გაგვაოცა.
15:30 - მილანი-პარმა
18:00 - უდინეზე-რომა
21:00 - ლეჩე-ინტერი
23:45 - ლაციო-ფიორენტინა

ლიგა 1
ლიგა 1-ში დებიუტი ჰქონდა ხვიჩა კვარაცხელიას, ასევე, თავისი შეხვედრის ჩატარება უკვე მოასწრო ზურიკო დავითაშვილმა, დღეს კი გიორგი მიქაუტაძის ჯერი დგება. ლიონის მეტოქე ნანტი იქნება. შეგახსენებთ, რომ თურქული კლუბების დიდი ინტერესის მიუხედავად, ქართველი ფორვარდი მისთვის მშობლიურ ოლიმპიკში დარჩა.
18:00 - ლე ავრი-ბრესტი
20:15 - ტულუზა-მონპელიე
20:15 - ლანსი-ანჟერი
23:45 - ნიცა-მარსელი
კვირის მატჩის დღის ყველა გამორჩეული თამაში:
15:30 - მილანი-პარმა
17:00 - გრანადა-ხიხონი
18:00 - ტოტენჰემი-ლესტერი
18:00 - უდინეზე-რომა
18:00 - პიზა-სალერნიტანა
20:15 - ნანტი-ლიონი
21:00 - ლეჩე-ინტერი
23:00 - ფულჰემი-მანჩესტერ იუნაიტედი
23:55 - ბარსელონა-ვალენსია











