შაბათის მატჩის დღეს გაიმართება არაერთი საინტერესო დაპირისპირება ევროპის ტოპ ხუთ ლიგაში, მათ შორის ქართველი ლეგიონერების მონაწილეობით. პირველ რიგში გამოსარჩევია ლივერპული - ბირმინგემის ასტონ ვილა, გიორგი მამარდაშვილი ემილიანო მარტინესის წინააღმდეგ.
ლივერპული V ასტონ ვილა
სატურნირო ცხრილში მეზობლად მყოფი გუნდები, მეშვიდე - მერვე ადგილზე, 15 - 15 ქულით. ლივერპული მიმდინარე სეზონში დამარცხდა ზედიზედ 4 შეხვედრაში, შემდეგ ყო ფრანკფურტის აინტრახტის განადგურება და ისევ წაგებები, ზედიზედ 2. ჯერ ბრენტფორდი, შემდეგ კი კრისტალ პალასი.
მერსისაიდელთა მოწინააღმდეგე ამჯერად არის ასტონ ვილა, რომელიც კოშმარული სეზონის სტარტის შემდეგ, ფორმაში შესვლას ცდილობს. დიახ, ეს არ არის ის ბირმინგემული გუნდი, რომელიც შარშან ბრწყინავდა ჩემპიონთა ლიგაზე, მაგრამ თავის საუკეთესო ვერსიასთან მიახლოებას ისინი მაქსიმალურად ცდილობენ.
შაბათის მატჩის დღე
| 16:00 | ნიურნბერგი - ბრაუნშვაიგი | ბუნდესლიგა 2 |
| 17:00 | ვილიარეალი - რაიო ვალეკანო | ლა ლიგა |
| 18:00 | უდინეზე - ატალანტა | სერია ა |
| 18:30 | ჰაიდენჰაიმი - აინტრახტი | ბუნდესლიგა |
| 19:00 | ნოტინგემი - მანჩესტერ იუნაიტედი | პრემიერ ლიგა |
| 19:00 | ბარნლი - არსენალი | პრემიერ ლიგა |
| 19:15 | ატლეტიკო - სევილია | ლა ლიგა |
| 20:00 | პსჟ - ნიცა | ლიგა 1 |
| 21:00 | ნაპოლი - კომო | სერია ა |
| 21:30 | ტოტენჰემი - ჩელსი | პრემიერ ლიგა |
| 21:30 | ბაიერნი - ლევერკუზენი | ბუნდესლიგა |
| 22:00 | რიო ავე - ეშტორილი | პრიმეირა ლიგა |
| 23:00 | რედ სტარი - სენტ-ეტიენი | ლიგა 2 |
| 23:45 | კრემონეზე - იუვენტუსი | სერია ა |
| 23:55 | ლივერპული - ასტონ ვილა | პრემიერ ლიგა |
| 23:55 | რეალი - ვალენსია | ლა ლიგა |









