შაბათის მატჩის დღეს გიორგი მიქაუტაძის ვილიარეალი ლა ლიგის მე-19 ტურში საკუთარ კედლებში დეპორტივო ალავესს მიიღებს. განვიხილოთ, თუ რას უნდა ველოდოთ აღნიშნული შეხვედრისგან.
ვილიარეალი V ალავესი
ლა ლიგის მე-19 ტურისთვის ვილიარეალი მადრიდის ატლეტიკოსთან ერთად 38 - 38 ქულით მესამე და მეოთხე ადგილებს იყოფს. ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ "ყვითლებმა" "როხიბლანკოსზე" 2 შეხვედრით ნაკლები ჩაატარეს. მასპინძლების შემადგენლობაში დღეს იქნება მიქაუტაძე, რომელმაც პრიმერას გასულ ტურში ბენეფისი მოიწყო.
ქართველმა თავდამსხმელმა ელჩესთან გაიტანა გოლი და განახორციელა საგოლე გადაცემა, თანაც სულ რაღაც ექვს წუთში. ზოგადად კი "სუბმარინაში" გადასვლის შემდეგ, ჟორჟმა მოასწრო 20 შეხვედრის ჩატარება, 6 ბურთის გატანა და 3 ასისტის გაკეთება.
შაბათის მატჩის დღე
| ფროზინონე - კატანცარო | 18:00 | სერია ბ |
| ფრაიბურგი - ჰამბურგი | 18:30 | ბუნდესლიგა |
| მანჩესტერ სიტი - ექსეტერი | 19:00 | ასოციაციის თასი |
| ვილიარეალი - ალავესი | 19:15 | ლა ლიგა |
| რომა - სასუოლო | 21:00 | სერია ა |
| ტოტენჰემი - ასტონ ვილა | 21:45 | ასოციაციის თასი |
| ჩარლტონი - ჩელსი | 23:55 | ასოციაციის თასი |









