კვირის მატჩის დღე - ლა ლიგა, ლიდერი ბარსელონა ესტუმრება გიორგი მიქაუტაძის ვილიარეალს, რომელიც მესამე ადგილზე არის. განვიხილოთ, თუ რას უნდა ველოდოთ ამ შეხვედრისგან.
ვილიარეალი V ბარსელონა
როგორც აღვნიშნეთ, ლა ლიგას ლიდერობს ბარსელონა, 43 ქულით, მესამე ადგილზე კი ვილიარეალია, რომელსაც რვა ქულით ნაკლები აქვს. ჩამორჩენა არ არის საგანგაშო, იმის გათვალისწინებით, რომ "ყვითლებს" კატალონიელებზე 2 შეხვედრით ნაკლები აქვთ ჩატარებული. "სუბმარინამ" გასულ ტურში ლევანტესთან უამინდობის გამო ვერ ითამაშა.
რაც შეეხება გუნდების ფორმას, "ბლაუგრანას" ფეხბურთელები უკანასკნელად დამარცხდნენ 26 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგაზე, ლონდონის ჩელსისთან და იმის შემდეგ, მათ ანგარიშზე ყველა ტურნირზე ერთად ზედიზედ 6 მოგება არის. კონკრეტულად პრიმერა დივიზიონში კი ქულების დაკარგვის ბოლო ფაქტი დაფიქსირდა 26 ოქტომბერს, მადრიდის რეალთან.
სავსებით ლოგიკურია, თუ რატომ არიან კამპ ნოუს ბინადრები ლა ლიგაში პირველ ადგილზე. საინტერესოა, რომ დღევანდელი მატჩის მასპინძელთა სერია პრიმერა დივიზიონში უფრო შთამბეჭდავია: 18 ოქტომბრის შემდეგ, 6/6 მოგება. სერამიკას ბინადრების წარუმატებლობები უკავშირდება მთავარ საკლუბო ტურნირსა და ესპანეთის თასს, მაგრამ არა შიდა პირველობას.
ჰანსი ფლიკის გუნდის წინააღმდეგ აუცილებლად ითამაშებს გიორგი მიქაუტაძე, ვინც მარსელინო ტორალის მწვრთნელობით ახალ გუნდში წლის ბოლოსთვის 5 ბურთის შეგდება მოასწრო. ქართველმა ფორვარდმა ოქტომბერში აიღო "სამეფო კლუბის" კარი, ვნახოთ, რა იქნება ბარსასთან.
ეს იქნება ამ გუნდების რიგით 57-ე მატჩი - იქამდე, 34-ჯერ იმარჯვეს კატალონიელებმა, 12-ჯერ - ვილიარეალის ფეხბურთელებმა, 10 თამაში ფრედ დასრულდა. ცნობისთვის, ფრე "ბლაუგრანასა" და "ყვითლებს" შორის 2019 წლის აპრილის შემდეგ არ დაფიქსირებულა.
კვირის მატჩის დღე
| ნიურნბერგი - ჰანოვერი | 16:30 | ბუნდესლიგა 2 |
| ჟირონა - ატლეტიკო | 17:00 | ლა ლიგა |
| ნიცა - სენტ-ეტიენი | 17:45 | საფრანგეთის თასი |
| ვილიარეალი - ბარსელონა | 19:15 | ლა ლიგა |
| ასტონ ვილა - მანჩესტერ იუნაიტედი | 20:30 | პრემიერ ლიგა |
| ჰაიდენჰაიმი - ბაიერნი | 20:30 | ბუნდესლიგა |
| ფიორენტინა - უდინეზე | 21:00 | სერია ა |
| გრანადა - ალბასეტე | 21:30 | ლა ლიგა 2 |
| კადისი - კასტელონი | 23:55 | ლა ლიგა 2 |









