
პრემიერ ლიგა
პრემიერ ლიგის მე-12 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში მანჩესტერ სიტი ტოტენჰემს მიიღებს. პირველად ხოსეპ გუარდიოლას სამწვრთნელო კარიერაში, მისმა გუნდმა ზედიზედ 4 მატჩი წააგო. საფეხბურთო სამყარო საუბრობს "ქალაქელთა" კრიზისისა და მისი გამომწვევი მიზეზების შესახებ. მთავარ მიზეზად როდრი ერნანდესის ტრავმა სახელდება.
ესპანელი საყრდენი ნახევარმცველის ჯვარედინი მყესების გაწყვეტის შემდეგ, "ლურჯების" სისტემური ფეხბურთი რბილად რომ ვთქვათ, მოიშალა. თავად ესპანელი ტაქტიკოსი გადატვირთული გრაფიკის შესახებ საუბრობს. აქვე დავამატებთ იმასაც, რომ პრემიერ ლიგის 6-გზის ჩემპიონმა სპეციალისტმა თავის გუნდთან კონტრაქტი კიდევ 1 წლით გაახანგრძლივა.
16:30 - ლესტერი-ჩელსი
19:00 - არსენალი-ნოტინგემი
19:00 - ასტონ ვილა-კრისტალ პალასი
19:00 - ევერტონი-ბრენტფორდი
19:00 - ფულჰემი-ვულვზი
19:00 - ბორნმუთი-ბრაიტონი
21:30 - მანჩესტერ სიტი-ტოტენჰემი

ლა ლიგა
გიორგი მამარდაშვილი ვალენსიას შემადგენლობაში ბრუნდება. შეგახსენებთ, რომ ქალაქში მომხდარი წყალდიდობის გამო, ლა ლიგის უკანასკნელმა ორმა ტურმა "ღამურების" მონაწილეობის გარეშე ჩაიარა. დღეს, მეტოქე ბეტისი იქნება. ასევე გამოსარჩევია ბარსელონას სტუმრობა სელტასთან და ატლეტიკო - ალავესის მატჩიც.
17:00 - ვალენსია-ბეტისი
19:15 - ატლეტიკო-ალავესი
21:30 - ჟირონა-ესპანიოლი
21:30 - ლას პალმასი-მალიორკა
23:55 - სელტა-ბარსელონა

სერია ა
შაბათის მატჩის დღის მთავარი დაპირისპირება უდავოდ მილანი - ტურინის იუვენტუსი არის. სატურნირო ცხრილში მეზობლად მყოფი გრანდები, რომელთა შორის სხვაობა ამ დროისთვის 6 ქულა არის. "ბებერი ქალბატონი" მე-6 პოზიციაზეა, "როსონერი" კი - მე-7-ზე. შეგახსენებთ იმასაც, რომ ორივე კლუბმა სეზონი ახალი დამრიგებლით დაიწყო.
"ბიანკონერიში" მივიდა კონტრ შეტევების მოყვარული ტიაგო მოტა, "შავ-წითლებში" კი - ბურთის კონტროლის მქადაგებელი პაულუ ფონსეკა. უკეთეს შთაბეჭდილებას ჯერჯერობით ალიანს სთეიდიუმის ბინადრები ტოვებენ, მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ მათი ლაზარეთი გადავსებულია.
მოტას განკარგულებაში არ იქნებიან არკადიუშ მილიკი, დუშან ვლაჰოვიჩი, გლეისონ ბრემერი, დუგლას ლუიზი, ნიკო გონსალესი, ვასილიე აჯიჩი და ხუან კაბალი. "ეშმაკების" მხრიდან კი ვერ ითამაშებენ ალესანდრო ფლორენცი, ისმაელ ბენასერი და ლუკა იოვიჩი. ცნობისთვის, დღეს სტუმრად ვერონასთან თავის მატჩს მილანის ინტერიც ჩაატარებს.
18:00 - ვერონა-ინტერი
21:00 - მილანი-იუვენტუსი
23:45 - პარმა-ატალანტა
ბუნდესლიგა
ბუნდესლიგის მე-11 ტური მიუნხენის ბაიერნისა და აუგსბურგის შეხვედრით გაიხსნა, რომელშიც მასპინძლებმა უმარტივესი გამარჯვება მოიპოვეს. დღეს თავის მატჩებს ჩაატარებენ გერმანიის ჩემპიონატის სხვა კლუბებიც, მათ შორის დორტმუნდის ბორუსია და ლევერკუზენის ბაიერიც.
18:30 - დორტმუნდი-ფრაიბურგი
18:30 - ლევერკუზენი-ჰაიდენჰაიმი
18:30 - შტუტგარტი-ბოხუმი
18:30 - ვოლფსბურგი-უნიონი
18:30 - ჰოფენჰაიმი-ლაიფციგი
21:30 - აინტრახტი-ვერდერი

ლიგა 1
ლიგა 1-ში დღეს თავის შეხვედრებს გიორგი მიქაუტაძე და ზურიკო დავითაშვილი ჩაატარებენ. ფინანსური პრობლემების მქონე ლიონი ესტუმრება რეიმსს, სენტ-ეტიენი კი მონპელიეს მიიღებს. შეგახსენებთ იმასაც, რომ ქართველი ვინგერი საფრანგეთის ჩემპიონატის ოქტომბრის თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
20:00 - ლანსი-მარსელი
22:00 - სენტ ეტიენი-მონპელიე
23:55 - რეიმსი-ლიონი

ლეგიონერები
მამარდაშვილის, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გარდა, დღეს სხვა ლეგიონერებსაც ვიხილავთ. ბუდუ ზივზივაძის კარლსრუე ფიურტს ესტუმრება. გიორგი წიტაიშვილის გრანადა მიიღებს კადისს, ოთარ კიტეიშვილის შტურმ გრაცი კი - კლაგენფურტს. ასევე, გამოსარჩევია ოთარ კაკაბაძის კრაკოვიას სტუმრობა ვარშავაში, ლეგიასთან.
16:00 - ფიურტი-კარლსრუე
16:30 - ლესტერი-ჩელსი
17:00 - ვალენსია-ბეტისი
18:00 - ვერონა-ინტერი
18:30 - დორტმუნდი-ფრაიბურგი
18:30 - ლევერკუზენი-ჰაიდენჰაიმი
19:00 - არსენალი-ნოტინგემი
19:15 - ატლეტიკო-ალავესი
19:15 - გრანადა-კადისი
20:00 - შტურმი-კლაგენფურტი
21:00 - მილანი-იუვენტუსი
21:30 - მანჩესტერ სიტი-ტოტენჰემი
22:00 - სენტ ეტიენი-მონპელიე
23:15 - ლეგია-კრაკოვია
23:55 - სელტა-ბარსელონა
23:55 - რეიმსი-ლიონი











