
პრემიერ ლიგა
იყო დრო, როდესაც მანჩესტერ იუნაიტედი და ტოტენჰემი მოწინავე ადგილებისთვის იბრძოდნენ, თუმცა დღეს, ორივე გუნდი გასავარდნი ზონის მახლობლად იმყოფება. "წითელი ეშმაკები" და ჰოტსპური 14-15 პოზიციებზე არიან. დღეს ისინი ერთმანეთს უპირისპირდებიან და ვნახოთ, შეძლებს თუ არ რომელიმე მათგანი დაწინაურებას.
18:00 - ლივერპული-ვულვზი
20:30 - ტოტენჰემი-მანჩესტერ იუნაიტედი

სერია ა
დღევანდელი დღის მთავარი დაპირისპირება, რომელსაც პრინციპულობა არასდროს აკლია. დაძაბულობა მას შემდეგ კიდევ უფრო გამწვავდა, რაც იტალიის ჩემპიონატის ამჟამინდელმა ლიდერმა, ნაპოლიმ ზედიზედ 3-მატჩიანი მოუგებელი სერია შემოგვთავაზა. დღეს, იუვესთან მოგების შემთხვევაში, პირველ პოზიციაზე ინტერი გადაინაცვლებს.
ცხადია, ეს არ არის მარტივი ამოცანა. ტურინელებს თავისი მიზნები აქვთ, რაც ოთხეულში შესვლას უკავშირდება. ამის გარდა, მილანური გუნდის გამარჯვება "ბებერი ქალბატონის" სტადიონზე საკმაოდ იშვიათი მოვლენაა: ცნობისთვის, ბოლოს ეს მოხდა 2022 წელს, იქამდე 2013-ში, კიდევ უფრო ადრე კი 2005-ში. ვნახოთ, რა იქნება დღეს.
15:30 - ფიორენტინა-კომო
18:00 - უდინეზე-ემპოლი
18:00 - მონცა-ლეჩე
21:00 - პარმა-რომა
23:45 - იუვენტუსი-ინტერი

ბუნდესლიგა
ბუნდესლიგაში, პირველ რიგში, გვაინტერესებს ბუდუ ზივზივაძის ჰაიდენჰაიმის დაპირისპირება მაინცთან. შეგახსენებთ, რომ მასპინძლების ახალწვეულ ქართველ ფორვარდს გერმანიის ჩემპიონატში გოლი ჯერ არ გაუტანია. ვნახოთ, რა იქნება ამჯერად.
18:30 - ვერდერი-ჰოფენჰაიმი
20:30 - აინტრახტი-კილი
22:30 - ჰაიდენჰაიმი-მაინცი

ლიგა 1
წუხელ თავისი შეხვედრები ჩაატარეს ხვიჩა კვარაცხელიამ და ზურიკო დავითაშვილმა, დღეს კი გიორგი მიქაუტაძის ჯერია. ლიონის ოლიმპიკი მონპელიეს ესტუმრება. რონელები ეთამაშებიან საფრანგეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზე მყოფ გუნდს, რომელიც სენტ-ეტიენის ერთგვარი კონკურენტი არის.
18:00 - მონპელიე-ლიონი
20:15 - ლე ავრი-ნიცა
20:15 - რეიმსი-ანჟერი
20:15 - ლანსი-სტრასბურგი
23:45 - რენი-ლილი
კვირის მატჩის დღის ყველა საინტერესო დაპირისპირება:
17:00 - ლევანტე-ხიხონი
18:00 - ლივერპული-ვულვზი
18:00 - უდინეზე-ემპოლი
18:00 - მონპელიე-ლიონი
19:15 - უესკა-გრანადა
20:30 - ტოტენჰემი-მანჩესტერ იუნაიტედი
22:30 - ჰაიდენჰაიმი-მაინცი
23:45 - იუვენტუსი-ინტერი











