შაბათის მატჩის დღე და მისი ცენტრალური დაპირისპირება - მანჩესტერული დერბი, იუნაიტედი სიტის წინააღმდეგ. განვიხილოთ, თუ რას უნდა ველოდოთ აღნიშნული შეხვედრისგან.
მანჩესტერ იუნაიტედი V მანჩესტერ სიტი | 16:30
მან იუნაიტედმა 2026 წელი დაიწყო ცვლილებებით - მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან რუბენ ამორიმი იქნა გათავისუფლებული. თავკაცის მოვალეობა დროებით შეასრულა დარენ ფლეტჩერმა და მასთან ერთად, მანჩესტერელები ბრაიტონთან წაგებით ასოციაციის თასიდან გამოვარდნენ.
დერბის წინ, "წითელი ეშმაკების" მწვრთნელი გახდა მაიკლ კერიკი და ის გუნდს მიმდინარე სეზონის ბოლომდე გაუძღვება. თავდაპირველად იწერებოდა ოლე-გუნარ სოლსკიაერზე, მაგრამ საბოლოო არჩევანი ინგლისელ თავკაცზე შეჩერდა. მიზანი, სეზონის გადარჩენაა, ვნახოთ, შეძლებს თუ არა ამას ოლდ ტრაფორდის ბინადრების ახალი დამრიგებელი.
სიახლეებია მან სიტიშიც, თუმცა სატრანსფერო საკითხებში. პრემიერ ლიგის დომინანტმა ცოტა ხნის წინ გაიფორმა მარკ გეჰი, იქამდე კი ანტუან სემენიო. მანჩესტერელები საჩემპიონო ტიტულში ეცილებიან ლიდერ ლონდონის არსენალს, რომელთანაც ჩამორჩენა ამ მომენტისთვის 6 ქულას შეადგენს.
ეს იქნება ამ გუნდების რიგით 188-ე მატჩი, იქამდე - 75-ჯერ იმარჯვა მან იუნაიტედმა, 60-ჯერ მოიგეს "ქალაქელებმა", 52 თამაში ფრედ დასრულდა. მანჩესტერული დერბის საუკეთესო გოლეადორი არის უეინ რუნი, რომელმაც "წითელი ეშმაკების" მაისურით ეტიჰადის ბინადრების კარი 11-ჯერ აიღო.
შაბათის მატჩის დღე
| ნიურნბერგი - ელვერსბერგი | 16:00 | ბუნდესლიგა 2 |
| მანჩესტერ იუნაიტედი - მანჩესტერ სიტი | 16:30 | პრემიერ ლიგა |
| უოტფორდი - მილუოლი | 16:30 | ჩემპიონშიპი |
| რეალი - ლევანტე | 17:00 | ლა ლიგა |
| უდინეზე - ინტერი | 18:00 | სერია ა |
| მონცა - ფროზინონე | 18:00 | სერია ბ |
| ჰამბურგი - გლადბახი | 18:30 | ბუნდესლიგა |
| ჩელსი - ბორნმუთი | 19:00 | პრემიერ ლიგა |
| ლივერპული - ბარნლი | 19:00 | პრემიერ ლიგა |
| ნაპოლი - სასუოლო | 21:00 | სერია ა |
| ნოტინგემი - არსენალი | 21:30 | პრემიერ ლიგა |
| ლაიფციგი - ბაიერნი | 21:30 | ბუნდესლიგა |
| კალიარი - იუვენტუსი | 23:45 | სერია ა |
| ბეტისი - ვილიარეალი | 23:55 | ლა ლიგა |
| სენტ-ეტიენი - კლერმონი | 23:55 | ლიგა 2 |









